FM97.5 / LIVE

'ნაციონალურმა მოძრაობამ' მაჟორიტარების დასახელება სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო

მთავარიპოლიტიკა 10.05.2016
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატების დასახელების შემდეგ, პარტია წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

'ნაციონალურმა მოძრაობამ'  მაჟორიტარების დასახელება  სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო
მაჟორიტარობის კანდიდატები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენციას, რომელზეც მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები შეირჩა, პარტიის ერთ–ერთი ლიდერი მიხეილ მჭავარიანი ესწრებოდა.

"სამცხე–ჯავახეთი პირველი რეგიონია სადაც ღიად გამოვაცხადეთ კანდიდატები, იმიტომ რომ შედარებით ადრე ჩამოვყალიბდით. აქ ძალიან კარგი გუნდი გვყავს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი იქნება; ახალქალაქის ხუთი სოფლის ( აზავრეთი, კოჭიო, პტენა, ბარალეთი, და ჩუნჩხა) ასპინძისა და ბორჯომის – ტარიელ ლონდარიძე . ორივე მათგანი მოქმედი მაჟორიტარები არიან.

რაც შეეხება ახალქალაქს და ნინოწმინდას, აქ დეპუტატად სამველ პეტროსიანის კანდიდატურა განიხილება. თუმცა ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

„სამ დღეში გაირკვევა. სამველ პეტროსიანი ფიქრობს იყაროს თუ არა კენჭი და ჩვენ გვჭირდება მისი საბოლოო გადაწყვეტილება“, – ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მუნიციპალიტეტების ასე დაყოფით ამტკიცებს, რომ არა ხალხზე, არამედ მხოლოდ თავის სკამებზე ზრუნავს.

„ისე დაჩეხა და გააერთიანა რაიონები, რომ ვერ გაიგებთ ვინ არის თქვენი დეპუტატი. ბორჯომი, ასპინძა და ახალქალაქის ნაწილი გააერთიანეს, წარმოიდგინეთ, დეპუტატმა სად უნდა გამართოს შეხვედრები?!. ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გაჩნდა რესურსი, რომ კანონი შევცვალოთ, ჩვენ მაინც ვემაზდებით ამ სისტემით არჩევნებისთვის“, – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა.

პარტიას უკვე შერჩული ჰყავს სიის წევრებიც.

„სამი ადგილი ეკუთვნის სამცხე–ჯავახეთს და კონფერენციაზე დასახელდა კანდიდატები. 17 მაისს, თბილისში იქნება სიის პრეზენტაცია“, – განაცხადა ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.

პარტიულ სიაში: ზურაბ ჩილინგარაშვილი, გევორქ შუშანიანი და ბესიკ ბექაური იქნებიან.

"ნაციონალური მოძრაობა" აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ივნისის დასაწყისშივე დაიწყებს. დღეს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური კამპანია 8 ივნისს დაიწყება.

'ნაციონალურმა მოძრაობამ'  მაჟორიტარების დასახელება  სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნაციონალებმა' სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარები დაასახელეს
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
'ნაცმოძრაობამ' ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
‘ნაციონალებმა’ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი შეარჩიეს
ვინ არიან და საიდან მოდიან 'ქართული ოცნების' კანდიდატები
ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის ხმებისთვის  ‘ნაციონალებიდან’ ტარიელ ლონდარიძე იბრძოლებს
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [30 აგვისტოს მდგომარეობით]