FM97.5 / LIVE

‘ნაციონალებმა’ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი შეარჩიეს

მთავარიპოლიტიკა 07.07.2016
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეარჩია. მას ოფიციალურად 14 ივლისს წარადგენენ.

‘ნაციონალებმა’ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი შეარჩიეს

პარტიის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი იქნება. იგი ახალქალაქის მკვიდრია. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, წლების განმავლობაში კარაპეტიანი ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა. წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე, იყო ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსი.

„ასეთი პატრიოტი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია“, – ასე ახასიათებს კანდიდატს ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი.

პარტიაში განმარტავენ, რომ კანდიდატს ამომრჩევლის წინაშე, ოფიციალურად, 14 ივლისს წარადგენენ.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამცხე-ჯავახეთის ორ საარჩევნო ოლქში: ახალციხე-ადიგენსა და ასპინძა-ბორჯომის, ასევე ახალქალაქის ხუთ სოფელში (აზავრეთი, კოჭიო, პტენა, ბარალეთი, და ჩუნჩხა) მაჟორიტარობის კანდიდატები 11 ივნისს დასახელა. ახალციხე-ადიგენის ოლქში კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია, ასპინძა-ბორჯომისა და ახალქალაქის ნაწილში კი ტარიელ ლონდარიძე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერსაა დანიშნული. რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები ჯერ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს დასახელებული.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნაცმოძრაობამ' ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
'ნაციონალებმა' სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარები დაასახელეს
ჯავახეთში ‘ევროპული საქართველოს’ კანდიდატი არსენ კარაპეტიანი იქნება
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [30 აგვისტოს მდგომარეობით]
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]