FM97.5 / LIVE

სად გავაჩეროთ მანქანა – პროტესტი რუსთაველზე

მთავარისაზოგადოება 06.05.2016
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის ერთ მონაკვეთზე ავტომანქანების გაჩერება აკრძალეს, რასაც იქ მომუშავე ადამიანების პროტესტი მოჰყვა. დაწესებულებებში ამბობენ, რომ პარკინგის აკრძალვით კლიენტებს კარგავენ, მერიაში კი ხალხს ფეხით სიარულს ურჩევენ და აბობენ, რომ მათ უსაფრთხოებაზე იზრუნეს.

სად გავაჩეროთ მანქანა – პროტესტი რუსთაველზე

ახალციხის მერიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღის წინ, ახალციხეში, რუსთაველისა და სულხან–საბას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე ადგილი გაუქმდა. ამ ადგილას „ავერსის“ აფთიაქი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტი“, სამკერვალო სალონი, ღვინის მარანი, სარეაბილიტაციო ცენტრი და კარდიოლოგიური კლინიკაა. ყველა ამ დაწესებულების მეპატრონემ, პარკინგის აკრძალვის შესახებ დღეს შეიტყო და პროტესტს ნიშნად ქუჩაში გამოვიდა.

მათი ნაწილი ამბობს, რომ ასე ისინი მომხმარებლებს კარგავენ.

„ისე აკრძალეს, არ გაგვაფრთხილეს, მანქანებს აჯარიმებენ. ამ ქუჩაზე მანქანის გასაჩერებელი ადგილის გაუქმებას ვერ შევეგუებით, რეალიზაცია ჩავარდება“, – ამბობს „ავერსის“ მენეჯერი ფიქრია მათოშვილი.

სად გავაჩეროთ მანქანა – პროტესტი რუსთაველზე

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე და ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე მივიდნენ.

მერის მოადგილემ მოსახლეობას პროეტესტის მიზეზი დაუწუნა: „რას დგახართ აქ და ლაპარკობთ?! თქვენი მომხმარებელი გინდათ რომ კარებთან გაგიჩერდეთ? ვერ გაგიჩერდებათ აფთიაქის კარებთან მანქანა“.

ზაზა გელაძემ საპარკინგე ადგილის გაუქმება ობიექტების მეპატრონეების უსაფრთხოებით ახსნა.

„მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა ამის შესახებ“, – განაცხადა მერის მოადგილემ და აქვე ობიექტების მეპატრონეებს ურჩია, მანქანით მოძრაობას ფეხით სიარული არჩიონ, – „სად ცხოვრობთ? მანქანით რატო მოდიხართ? ფეხით ვერ მოხვალთ?“

რუსთაველის ქუჩაზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ საპარკინგე ადგილის გაუქმება და მოსახლეობის დაჯარიმება მიზანმიმართული იყო. ამაზე საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მათი ერთადერთი მოტივაცია მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებაა.

სად გავაჩეროთ მანქანა – პროტესტი რუსთაველზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ ქალაქის ამ ნაწილშიავტომანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშანი ახალციხის მერიის მოთხოვნის საფუძველზე დაამონტაჟეს.

„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა მერის მოადგილესთან გაერკვია, ვინ და როდის მოითხოვა გზის ამ მონაკვეთზე გაჩერების აკრძალვა, თუმცა, ზაზა გელაძემ კომენტარისთვის ვერ მოიცალა: „ვლაპარაკობ, ხომ ხედავთ არაა?! უნდა წავიდე, ამის გარდა ქვეყანა საქმე მაქვს“.

კონკრეტული ინფორმაციის მიღება ახალციხის მერიისგან ამის შემდეგაც არაერთხელ ვცადეთ, თუმცა, უშედეგოდ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა ხან სად გადაგვამისამართეს და ხან სად, რამდენიმე საათის შემდეგ კი „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

პროტესტიდან რამდენიმე საათში, ქალაქის მერიამ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ქალაქ ახალციხეში, რუსთაველისა და სულხან-საბას ქუჩის გადაკვეთაზე არსებული საგზაო ნიშანი - "დგომა გაჩერება" - აკრძალულია დაიდგა. ქალაქ ახალციხის მერია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს . "დგომა გაჩერება" ნიშანის დადგმა სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად მოძრაობის მიზნით და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის მოხდა. ადგილობრივ მოსახლეობამ ქალაქ ახალციხის მერიას არაერთხელ მოგვმართა თხოვნით, რომ გზა გადატვირთული იყო და ეს საფრთხეს წარმოადგენდა თითოეული მოქალაქისათვის. უახლოეს მომავალში აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების გადაადგილება მოხდება და გათვალისწინებული იქნება, როგორც მოქალაქეების, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მფლობელების მოთხოვნა“, –აღნიშნულია ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში (სტილი დაცულია).

სად გავაჩეროთ მანქანა – პროტესტი რუსთაველზე

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა
ახალციხეში 32 საგზაო ნიშანი მოიხსნება
ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს
ახალციხეში საპარკინგე ადგილებს მონიშნავენ
საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქემ ახალქალაქის მერიას სასამართლო მოუგო
'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს
პარკინგის აკრძალვით უკმაყოფილო მეწარმეებს ქალაქის მერი შეხვდა