FM97.5 / LIVE

ახალციხეში საპარკინგე ადგილებს მონიშნავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.07.2017
ახალციხის ქუჩებში გადასასვლელებსა და ავტომანქანის გასაჩერებელ ადგილებს მონიშავენ.

ახალციხეში საპარკინგე ადგილებს მონიშნავენ

ქუჩების დახაზვისა და ქუჩების მონიშვნის (გადასასვლელებისა და გაჩერებების) სამუშაოების შესყიდვაზე ახალციხის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 18 ივლისს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 54.988 ლარია.

როგორც სატენდერი დოკუმენტაციიდან ირკვევა, საპარკინგე ადგილები მოინიშნება:

* რუსთაველის ქუჩაზე, მაღაზია "დელფოსის" მიმდებარედ;
* ნათენაძის ქუჩაზე მდებარე 6–სართულიანის მიმდებარე ტერიტორიაზე;
* ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე;
* რუსთაველის ქუჩაზე, სასაზღვრო ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე;
* რუსთაველის ქუჩაზე, მშენებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე;
* ასპინძისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე;
* იაძის ქუჩაზე;
* სულხან საბას ქუჩაზე;
* 9 აპრილის ქუჩაზე;
* კოსტავას ქუჩა N1–ში, ახალციხის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე;
* ნათენაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ლომსიას" მიმებარე ტერიტორიაზე;

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება და 8 აგვისტოს მთავრდება.

რას შეეხება საგარანტიო ვადებს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს:
ა) სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა ორ კომპონენტიანი წითელი და თეთრი ფერის სტრუქტურული ცივი პლასტიკით შუქდამაბრუნებელი მინის ბურთულაკებით – 3 წელს;

ბ)აკრილის საღებავით 6 თვეს ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში  კიბეებისა და ფეხით სავალი ბილიკების რეაბილიტაცია იწყება
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ახალციხეში ტრენაჟორებს კიდევ ორ ქუჩაზე გააკეთებენ
ახალციხეში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხეში საფეხმავლო ბილიკზე ამოყრილი ფილები შეაკეთეს
ახალციხეში 6 ბინას  რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბორჯომში 2013 წელს დაგეგმილი 17 პროექტიდან, 13 დასრულდა