FM97.5 / LIVE

ახალციხეში გორის ქუჩას მოაასფალტებენ, თუმცა მალევე აყრიან

მთავარიეკონომიკა 05.05.2016
ახალციხეში, გორის ქუჩის მცხოვრებლებს რამდნენიმე თვეში მოასფალტებული გზა ექნებათ, თუმცა ცოტახნით. ქუჩაზე ახალდაგებულ ასფალტს მალევე აყრიან იმ მიზეზით,რომ წყლისა და საკანალიზაციო ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარონ.

ახალციხეში გორის ქუჩას მოაასფალტებენ, თუმცა მალევე აყრიან

გორის, ერევნისა და ფალიაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაობი შპს „მესხეთი ავტოგზამ“ უნდა შეასრულოს. კომპანიამ ტენდერი 526,537 ლარით მოიგო. ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ამ სამ ქუჩაზე სანიაღვრე არხები უნდა მოაწყოს და ასფალტის საფარი დააგოს.

გორის ქუჩაზე სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო, თუმცა, გზის მოპირკეთებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. გორის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ქუჩაზე ჯერ წყლისა და საკანალიზაციო ქსელი უნდა მოეწესრიგებინათ და გზის სარებილიტაციო სამუშაობი შემდეგ დაეწყოთ.

ქუჩის მცხოვრებლები შიშობენ, რომ როდესაც ქუჩაზე მძიმე ტექნიკა დაიწყებს მოძრაობას, წყლისა და კანალიზაციის 40 წლის წინანდელი მილები მთლიანად დასკდება.

„ახლა ასფალტს აგებენ, მერე წყალს და კანალიზაციას გაგიკეთებთო. მერე ვინ გადათხრის ამ დაგებულ ასფალტს? არ ჯობია, რომ ჯერ საკანალიზაციო სისტემა და წყლის პრობლემა მოგვარდეს და მერე დაიწყონ გზის მოასფალტება? დამპალია მილები, დამპალი. აქ რომ „კატოკი“ გადაივლის დასატკეპნად, სულ დასკდება“,– აცხადებენ გორის ქუჩის მცხოვრებლები.

მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოგ: „მერია წყალკანალში გვაგზავნის, წყალკანალი მერიაში. ვერაფერს გვაგებინებენ“.

რამდენიმე დღის წინ გორის ქუჩის მცხოვრებლები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს შეხვდნენ. ამბობენ, რომ მხარის გუბერნატორი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდათ.

„გვითხრა გაგიკეთებთო. გადარეკა ვიღაცასთან, 10 დღეში გააკეთეთ და მერე დააგეთ ასფალტიო“,–ამბობს გუჯა ყურმაშვილი.
აკაკი მაჭუტაძე გორის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრას მხარის გუბერნატრი ადასტურებს, თუმცა, მსგავს დაპირებას კატეგორულად უარყოფს.

დავუკავშირდი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონის მმართველს. განმიმარტა, რომ პროექტი მზადაა და რაღაც პერიოდში მოგვარდება პრობლემა, თუმცა როდის, არ ვიცი. ის, რომ 10 დღეში მოგვარდება ეს პრობლემა–მეთქი, არ მითქვამს“, – აცხადებს გუბერნატორი.

ახალციხის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით იფარგლებიან.

„ჯერ განიხილება. ესაა მერიის კომენტარი“, – ამბობს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სალომე ანთიძე.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ გორის ქუჩის საკანალიზაციო და წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად პროექტი მზადაა, მაგრამ დაფინანსების მოლოდინშია. კოპანიაში ვერ აკონკრეტებენ როდის დაიწყება სამუშაოები.

ქალაქის მერია გორის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაობის შეჩერებას არ გეგმავს. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ კი ჯერ პროექტის დაფინანსების მოლოდინშია. მერია გორის ქუჩაზე ასფალტს დააგებს, თუმცა მალევე აიყრება, იმ მიზეზით, რომ საკანალიზაციო სისტემასა და წყლის მილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

ახალციხეში გორის ქუჩას მოაასფალტებენ, თუმცა მალევე აყრიან

ახალციხეში გორის ქუჩას მოაასფალტებენ, თუმცა მალევე აყრიან

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
გორგასლის ქუჩაზე დაზიანებული ასფალტის აღდგენას ითხოვენ
ახალციხეში ორ ისეთ ქუჩას მოაასფალტებენ, სადაც ჯერ კანალიზაციის ქსელი არ გაუკეთებიათ
მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას
‘თუ არ მოგვხედავენ, გადაგვასახლონ აქედან’–აბში დახმარებას ითხოვენ
‘სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა’ – მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები