FM97.5 / LIVE

გორგასლის ქუჩაზე დაზიანებული ასფალტის აღდგენას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.07.2020
ახალციხეში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა, გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასფალტის საფარი წყალმომარაგების კომპანიამ სამი თვის წინ დააზიანა.

გორგასლის ქუჩაზე დაზიანებული ასფალტის აღდგენას ითხოვენ

„ოთხ მაისს დაიწყეს გზის გადათხრა, მესხეთის ქუჩაზე წყალს ფეკალიები ერევაო და ჩვენს ქუჩას აბრალებდნენ. გათხარეს გორგასალზე და პრობლემა აქ არ აღმოჩნდა, ეს ასფალტიც გაგვიფუჭეს. გადათხრილი გზა იქამდე არ გაასწორეს, სანამ ჩვენ არ დავურეკეთ, გვითხრეს ასფალტს მალევე დავაგებთო და ჯერ კიდევ არ მოსულან“,– ამბობენ გორგასლის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გადათხრილი ქუჩის გამო, წვიმის დროს ტალახი სახლში შესდით, მზიან ამინდში კი მტვერია.

„ამ გზის გამო მანქანები ვეღარ დადიან, ბავშვებსაც ვერ ვუშვებთ გარეთ სულ იმტვრევიან, წვიმა რომ მოდის ტალახი სახლებში შემოდის, გარდა ამისა წვიმის წყალი მიწაში იჟონება და სარდაფებშიც ჩადის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და ვითხოვთ მალე გააკეთონ ეს გზა“,–ამბობენ გორგასლის ქუჩის მცხოვრებლები.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ დაზიანებული მონაკვეთი წყალმომარაგების კომპანიამ უნდა აღადგინოს. გორგასლის ქუჩაზე, სადაც გზის 140 მეტრიანი მონაკვეთია გადათხრილი, 30–მდე ოჯახი ცხოვრობს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ ასფალტი სასმელი წყლის დაზიანებული მილის შეცვლის მიზნით გადათხარეს, მისი აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება.

„ასეთი შემთხვევების დროს ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული კომპანიასთან, რომელიც ჩვენს მიერ დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით ვერ მოახერხეს ასფალტის აღდგენა. ახლაც ველაპარაკე წარმომადგენელს და მითხრა, რომ ქალაქის მასშტაბით ბევრი სამუშოებია და მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში აღადგენენ ასფალტს“,– ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი, გიორგი გრიგოლაშვილი.

გორგასლის ქუჩაზე დაზიანებული ასფალტის აღდგენას ითხოვენ

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გორგასლის ქუჩაზე დაზიანებული ასფალტი აღადგინეს
მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
რუსთაველის ქუჩაზე ამოჭრილი ასფალტი შეაკეთეს
რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?