FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებენ

მთავარიპოლიტიკა 21.04.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს კარლენ მანასიანს „კადასტრი რეესტრი პლუსის“ დირექტორი დავით გოგოლაძე ცემაში ადანაშაულებს; მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს;

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებენ
შემთხვევა ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, „კადასტრი რეესტრი პლუსის“ ოფისში, გუშინ, 20 აპრილს, 15:00 საათისთვის მოხდა. კომპანიის დირექტორს დავით გოგოლაძესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოდგილეს კარლენ მანასიანს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვითარების დაძაბვის მიზეზი, ვალეში ერთ–ერთ კორპუსში, ბინისთვის მისამართის მინიჭების საკითხი გახდა.

„ბებო მოვიდა, იუსტიციაში ვიყავი, იქიდან გამგეობაში გამგზავნეს, გამგეობიდან ვალეში, ვერ გავიგე როგორ მოვიქცე და დამეხმარეო. ამონაწერში კორპუსის ნომერი ჰქონდა მითითებული, ბინის კი არა და ამაში სჭირდებოდა დახმარება“, – გვიხსნის გოგოლაძე.

მისი თქმით, ვალეში მცხოვრებს გამგეობაში ბინის ნახაზი მოსთხოვეს და იმისთვის, რომ უკეთ გარკვეულიყო როგორი ნახაზი სჭირდებოდა, ეს ქალი ისევ გამგეობაში გადაამისამართა: „ფურცელზე დავუწერე, მისამართების მინიჭების კომისიის თავმჯდომარე, ან კომპეტენტური პირი ვინც არის, შეახვედრეთ თუ შეიძლება–მეთქი. ბოლოში ჩემი ნომერი მივაწერე, რომ დამკავშირებოდნენ და აეხსნათ რა ნახაზზე იყო საუბარი“.

ამის შემდეგ, გოგოლაძეს ტელეფონით კარლენ მანასიანი დაუკავშირდა. აუხსნა, რომ დამისამართების კომისიის ხელმძღვანელი იყო და დარეკვიდან რამდენიმე წუთში მასთან ოფისშიც მივიდა.

„ასეთი „რესკი“ რატომ ხარო. აგრესიულად იყო განწყობილი. როგორ შენ ჭკვიანი ხარ და ჩვენ დებილებიო?! მივხვდი რომ გაუგებრობაში იყო. მეუბნებოდა, ეს რა დაწერე, ვინ არის არაკომპეტენტურიო. ფურცელი სახესთან მომიტანა“, – ამბობს გოგოლაძე.

მისი თქმით, იგი ეცადა მანასიანისთვის აეხსნა, რომ რაღაც არასწორად ესმოდა: „სახე სახესთან მომიტანა, დახედე აქ რა წერიაო. რომ დავაპირე ხელით გამეწია, სახეში დამარტყა. სანამ წამოვდექი კიდევ დამარტყა. წამოვდექი და მაგიდას რომ გავცდი, კიდევ შემომიტია. ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა, ვერ მოვასწარი გააზრება. კარებში გავეკიდე, მოდი აქ– თქო, კიბეზე შემობრუნდა და კიდევ დამარტყა“.

გოგოლაძე ამბობს, რომ თავადაც სცადა მანასიანისთვის დაერტყა: „მგონია, რომ მივწვდი და დავარტყი. სახეზე აქვს ნაკაწრიო“.

მანასიანს აქვს თუ არა დაზიანება სხეულზე, უცნობია. „სამხრეთის კარიბჭე“ მას ვერ შეხვდა. გოგოლაძეს კი ტუჩზე, ყურსა და ყელის არეში დაზიანებები ეტყობა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მანასიანი გუშინ, 20 აპრილს, შვებულებაში გავიდა. შეკითხვაზე, მაშინ რატომ ასრულებდა გუშინ 15:00 საათისთვის სამსახურეობრივ მოვალეობას გვიპასუხეს: „გუშინ იმუშავა, დღეიდან სამსახურში აღარაა“.

მომხდარის შესახებ არაფერი იცის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამებელმა ზაზა მელიქიძემ: „შვებულებაზე რომ განცხადება შემოვიდა, ხელი მოვუწერე, პირადად არ მინახავს. არც ვიცოდი ამის შესახებ. ცუდია თუ ასე მოხდა“.

შვებულებაში გასულ მოადგილესთან „სამხრეთის კარიბჭემ“ დაკავშირება ტელეფონით სცადა, თუმცა მისი მობილური გამორთულია. მანასიანი არც სახლში დაგვხვდა.

„სამხრეთის კარიბჭე“ მის მამას, აშოტ მანასიანს ესაუბრა. მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა ის, რომ შვებულებაში მომხდარის გამო გავიდა, პირად საუბარში დაგვიდასტურა.

მანასიანი 28 აპრილის ჩათვლით შვებულებაშია. მანამდე, შესაძლოა ექსპერტიზის პასუხების შედეგები ცნობილი გახდეს. სამცხე–ჯავახეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზა დანიშნული ორივე მხარეზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ გოგოლაძემ ახალციხის რაიონულ სამმართველოს პირადად შეატყობინა. მან განცხადება პოლიციაში დაწერა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე პასუხისგებაში მისცეს
ახალციხის გამგებლის მოადგილედ კარლენ მანასიანი დაინიშნა
ახალციხის გამგებლის ყოფილ მოადგილესთან განრიდება გაფორმდა
ვინ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი მოადგილე
ახალციხელი ციალა შავაძე უნივერსიტეტის ლექტორს ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს
'პროფილაქტიკაში' თუ კახეთის გზაზე - სად არის ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი ავტომანქანა