FM97.5 / LIVE

ვინ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი მოადგილე

მთავარიპოლიტიკა 24.03.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ახალი მოადგილე ჰყავს, ვინ არის კარლენ მანასიანი და რა გამოცდილება აქვს მას.

ვინ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი მოადგილეკარლენ მანასიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ გუშინ, 23 მარტს დაინიშნა, მუშაობას ოფიციალურად დღეს, 24 მარტს შეუდგა.

„უკვე გავეცანი სამუშაოს და იმედი მაქვს, რომ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად შევასრულებ. მოსახლეობას იმედს არ გავუცრუებ“, – ამბობს კარლენ მანასიანი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ამბობს, რომ მანასიანი განათლებული და კომუნიკაბელური ახალგაზრდაა.

„გამგებლის ახალი მოადგილე კომუნიკაბელური, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდაა. იმედი გვაქვს, რომ მისი მუშაობა მუნიციპალიტეტს უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს. მანასიანი არის სომეხი ეროვნების, სახელმწიფო ენაც კარგად იცის, ამიტომ ის დაგვეხმარება ეთნიკურად სომეხ მოსახლოებასთან ურთიერთობაში“, – ამბობს გურამ მელიქიძე.

კარლენ მანასიანი 1990 წლის 9 აპრილს ქალაქ ახალციხეში დაიბადა. დაამთავრა ახალციხის მესამე საჯარო სკოლა.
2011 წელს დაამთავრა სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კერძოდ ეკოლოგია. სამუშაო გამოცდილება არ აქვს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

კარლენ მანასიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის აშოტ მანასიანის უფროსი ვაჟია.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი მოადგილე გურამ მელიქიძემ დღეს, 24 მარტს გამგეობის ტრადიციულ თათბირზე წარადგინა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგებლის მოადგილედ კარლენ მანასიანი დაინიშნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
გამგებელმა მოადგილე შეცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილე დანიშნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე პასუხისგებაში მისცეს
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ახალციხის გამგებლის ყოფილ მოადგილესთან განრიდება გაფორმდა