FM97.5 / LIVE
შეხვედრა საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან

შეხვედრა საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან

მთავარიეკონომიკა 28.04.2016
საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გამართა.

შეხვედრა საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრის მონაწილეებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების შესახებ ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმები მიმართულია კიდევ უფრო მიმზიდველი სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბებისკენ, რაც უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ყველა დარგში სამეწარმეო აქტივობის ზრდისა და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს.

„შეხვედრაზე ითქვა, რომ რეგიონში კრიზისის მიუხედავად, საქართველომ აჩვენა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ტემპები. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა 80 პროცენტზე მეტით და შეადგინა 1,83 მილიარდი აშშ დოლარი.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის დივერსიფიცირებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას და დღეს საქართველოში ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოა“, – ვკითხულობთ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონულ როლს და მის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას დამატებითი სარგებელი ნახოს და თავისი როლი გაზარდოს სატარანზიტო დერეფნის კუთხით.

„საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ქვეყანებთან, მეზობელ ქვეყნებთან და წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“, –ვკითხულობთ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა წარუდგინა, რომელიც საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, განათლების სისტემის რეფორმას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველომ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა. მანვე ხაზი გაუსვა მომდევნო 25 წლის განმავლობაში ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრემიერმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

ჩიკაგოში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერმა  ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეებს საქართველოს მთავრობის რეფორმები გააცნო
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
რაზე ისაუბრეს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა