FM97.5 / LIVE

რაზე ისაუბრეს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 01.08.2017
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

რაზე ისაუბრეს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დასაწყისში მაიკ პენსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ გადასცა მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით არის.

“ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომელიც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ვითარდება. საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია. ჩვენ პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ნატო-ში გაწევრიანებისკენ”,-განაცხადა მაიკ პენსმა შეხვედრაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოცხადებულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა.

მხარეებმა საქართველო–ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს როლს ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. აღინიშნა საერთაშორისო სწავლების – “ღირსეული პარტნიორი” მნიშვნელობა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ–მინისტრმა და ამერიკის ვიცე–პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ნომერ პირველ პრობლემას ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატების მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მაიკ პენსს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ამერიკის ვიცე–პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილი წვლილი.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განმარტებით, დღეს ქვეყანას აქვს ერთ–ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და დაბალი გადასახადები, რაც ამერიკული ბიზნესისთვის საინტერესოა. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა", – ვკითულობთ მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო გააღრმავონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა
პრემიერმა  ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეებს საქართველოს მთავრობის რეფორმები გააცნო
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა
რა არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი  საქართველოს უსაფრთხოებაში?
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა