FM97.5 / LIVE

გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

მთავარიპოლიტიკა 26.04.2016
დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა 693 მილიონი აშშ დოლარია.

გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკისთანამშრომლობის ძირითად საკითხებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს. აღინიშნა, რომ დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა 693 მილიონი აშშ დოლარია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე და გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირთან ღრმა დაყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ახალშესაძლებლობებს ქმნის საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აღინიშნა საქართველოს რეგიონალური როლი.

„პრემიერ–მინისტრმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. მისი განმარტებით, ხელისუფლების დღის წესრიგი ყოვლისმომცველია: საგადასახადო რეფორმები და მეწარმეობის მხარდაჭერა; ინფრასტრუქტურის განვითარება; განათლების სისტემის რეფორმა და პროფესიული კადრების მომზადება ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად; ღია მმართველობის განმტკიცება. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოცხადა საქართველოს მთავრობას ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. მან მადლობა გადაუხადა ჯიმ იონგ კიმს საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმ სტრატეგიული პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის აქტიური ხელშეწყობით განხორციელდა.

მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა
პრემიერმა  ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეებს საქართველოს მთავრობის რეფორმები გააცნო
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 150 მილიონამდე ევროს გამოუყოფს
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე
‘ფინკა’ ბანკში მსოფლიო დაზოგვის დღე აღნიშნეს
მსოფლიო ბანკი: საქართველოს  სტიქიასთან ბრძოლაში მხარდაჭერას ვუცხადებთ