FM97.5 / LIVE

პრემიერმა ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეებს საქართველოს მთავრობის რეფორმები გააცნო

მთავარიპოლიტიკა 27.04.2016
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

პრემიერმა  ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეებს საქართველოს მთავრობის რეფორმები გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო.

მან საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში სამი მნიშვნელოვანი აქცენტი გამოყო: დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის სტაბილური განვითარება.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე პოზიტიური ნაბიჯები გადადგა.
მისივე თქმით, დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში, რაც არის საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ საქართველოს მთავრობას აღნიშნული რეფორმების გატარებაში.

მანვე მადლობა გადაუხადა შეხვედრაზე დამსწრე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტებისთვის.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას უძღვებოდნენ NDI-ის, IRI-სა და საერთაშორისო საარჩევნო ფონდის პრეზიდენტები. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაზე ისაუბრეს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
შეხვედრა საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა