FM97.5 / LIVE

პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა

მთავარიპოლიტიკა 16.01.2016
დღეს, 16 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონებში არსებული პრობლემებზე,ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებზე ისაუბრეს.

პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო რწმუნებულ– გუბერნატორებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მათ, რეგიონებში არსებული პრობლემები,ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს.

საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის გაზიფიცირების, გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს ყველა ოჯახის უზრუნველყოფა სასმელი წყლით და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის პრობლემებზე ზრუნვის მნიშვნელობას და რეგიონის ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით და სახელისუფლებო შტოებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა
პრემიერ–მინისტრი რეგიონებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ინფრასტრუქტურის მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა
რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე