FM97.5 / LIVE

დასახლებაში, სადაც საკანალიზაციო ქსელი არ არის, არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან

მთავარისაზოგადოება 25.04.2016
ახალციხეში, საბარგო სადგურზე, სადაც 30 წელია საკანალიზაციო ქსელი არ არის და ფეკალური მასა ღია არხებში მიედინება, გარე განათება მონტაჟდება. ადგილობრივები მერიას დაპირებას ახსენებენ და შეუსრულებლობის შემთხვევაში არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან.

დასახლებაში, სადაც საკანალიზაციო ქსელი არ არის, არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან

საბარგო სადგურის დასახლებაში ფეკალიების სუნი მიახლოებისთანავე იგრძნობა. აქ ყველა ქუჩას ღია საკანალიზაციო არხი მიუყვება.

„ფანჯრებიდან ფეკალური მასის სუნი შემოდის. ბაშვებს ღია კანალიზაციაში ბურთი უვარდებთ, იღებენ და თამაშს აგრძელებენ. ასე შეიძლება?! ამიტომ ხვდებათ ათასი დაავადება“, – ამბობენ საბარგო სადგურის მცხოვრებლები.

მათივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება. ღია არხებთან უამრავი მწერი ჩნდება და ინფექციური დაავადებების საფრთხე მატულობს. თუმცა, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ღია არხები ადგილობრივების ბოსტნებს მიუყვება, აქ მოყვანილ პროდუქტს კი ადგილობრვები თავადაც ჭამენ და ბაზარშიც ყიდიან.

„რამდენჯერ დაგვპირდნენ დახმარებას, რამდენჯერ! საშინელი სიბინძურეა. მერიაში ცხრაჯერ ვიყავი, თუმცა უშედეგოდ. წინასაარჩევნოდ კოპაძემ [ქალაქის მერი, მაშინ მერობის კანდიდატი] გვითხრა, მე თუ საკანალიზაციო სისტემის პრობლემას არ მოგიგვარებთ, მაგიდა გადამიტრიალეთო“, – იხსენებს ნინო სამყურაშვილი.

ახლა საბარგო სადგურზე გარე განათება მონტაჟდება. ადგილობრივებს ქუჩის განათების პერსპექტივა მოსწონთ, თუმცა, ამბობენ, რომ განათებულ ანტისანიტარიას ბნელი სისუფთავე ერჩივნათ.

„ახლა კანალიზაციის პრობლემის მოგვარება უფრო მნიშვნელოვანი არ იყო?“ – უკვირს მედიკო ხოლოხჩიანს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ საბარგო სადგურის პრობლემების შესახებ იციან. მერის მოადგილე ზაზა გელაძე ირწმუნება, რომ ქალაქის მერის გიორგი კოპაძისა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის დამსახურებით, საკანალიზაციო სისტემის პროექტი მზადაა და დაფინანსებას ელოდება.

„თანხა როდის გამოიყოფა, არ ვიცი. რასაც გიორგი წვალობს ამ თემაზე, რომ მოგვარდეს ეს პრობლემა, ვერ აგიხსნი. კვირაში სამჯერ შეიძლება მაგის გულისთვის წავიდეს თბილისში. ველოდებით როდის მოგვივა დადებითი პასუხი „წყალკანალისგან“, – აცხადებს ქალაქის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

დაფინანსებას ელოდებიან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც (რომელსაც მერის მოადგილე ‘წყალკანალს’ უწოდებს). კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის, ნინო რამიშვილის განმარტებით, საბარგო
სადგურის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი კომპანიას მზად აქვს და ელოდება დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან.

როდის გამოიყოფა დაფინანსება, ჯერ არც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში იციან და არც ახალციხის მერიაში. მათგან განსხვავებით, საბარგო სადგურის დასახლების 1500–მდე მცხოვრებმა ზუსტად იცის, რომ მომავალ არჩევნებამდე საკანალიზაციო ქსელს თუ არ გაუკეთებენ, არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

„მოდის არჩევნები და ჩვენც გავითვალისწინებთ. თუ პრობლემა არ მოგვარდა, არჩევნებზე არ წავალთ. ფეხებს მოვამტვრევთ იმას, ვინც საარჩევნო უბანზე მივა“, – აცხადებენ საბარგო სადგურზე.

დასახლებაში, სადაც საკანალიზაციო ქსელი არ არის, არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან

დასახლებაში, სადაც საკანალიზაციო ქსელი არ არის, არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან

დასახლებაში, სადაც საკანალიზაციო ქსელი არ არის, არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან

დასახლებაში, სადაც საკანალიზაციო ქსელი არ არის, არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბარგო სადგურის დასახლებაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან
საბარგო სადგურზე  ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან
საბარგო სადგურის მცხოვრებლებს მერი ხვდება
როდის დაიწყება საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა განახლდა
რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ საბარგო სადგურში მცხოვრებლები [Video]
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა დაიწყო