FM97.5 / LIVE

სცენაზე გაცოცხლებული ისტორია – მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდი გაიხსენეს

მთავარისაზოგადოება 22.04.2016
ახალციხის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულები გაიხსენეს. მოსწავლეებმა სპექტაკლში ერთი საუკუნის წინანდელი ისტორია გააცოცხლეს და თურქეთს გენოციდის აღიარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

სცენაზე გაცოცხლებული ისტორია – მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდი გაიხსენეს

24 აპრილს სომეხი ერი 1915 წელს თურქეთში მომხდარი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხის სომხურენოვან სკოლაში დღეს მოსწავლეებმა სპექტაკლი გამართეს.

ღონისძიება ანთებული სანთლებითა და წუთიერი დუმილით დაიწყო. საათნახევრის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები 1915 წელთან დაკავშირებულ მოვლენებს იხსენებდნენ.

„დღეს სომეხი ერის გლოვის დღეა. მოსწავლეებმა დღევანდელ ღონისძიებაზე ისაუბრეს როგორ გაანადგურეს სომეხი ინტელიგენცია თავის ოჯახებით და ვინ დაგეგმა გენოციდი“, – ამბობს N3 საჯარო სკოლის პედაგოგი როზა პეტროსიანი.
101 წლის წინ ღამით, კონსტანტინეპოლში სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო.

I მსოფლიო ომის პერიოდში (1914–1918) „ახალგაზრდა თურქების“ მთავრობის პროპაგანდა ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებ სომხებს დივერსანტებად და პრორუსულ „მეხუთე კოლონად“ მოიხსენიებდა. „ახალგაზრდა თურქების“ შეფასებით, რუსეთის იმპერია სომხებს მათ წინააღმდეგ განაწყობდა. ამიტომაც, ოსმალთა იმპერიის მესვეურებმა აღმოსავლეთ ანატოლიიდან სირიის უდაბნოში სომხების მასობრივი დეპორტაცია განახორციელეს. დეპორტაციის შედეგად, ასეულ ათასობით სომეხი დაიღუპა, მათი უმრავლესობა მოკლეს ან შიმშილითა და ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი, სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს სომხების ქონებასაც. ეს პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში 1,5მილიონზე მეტი სომეხი ეროვნების მოქალაქე დაიღუპა.

სცენაზე გაცოცხლებული ისტორია – მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდი გაიხსენეს

სცენაზე გაცოცხლებული ისტორია – მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდი გაიხსენეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
აშშ-ს სენატმა სომეხთა გენოციდი აღიარა
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა
სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა
სომეხთა გენცოდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა არ გაიმართება
სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს
ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]