FM97.5 / LIVE

აშშ-ს სენატმა სომეხთა გენოციდი აღიარა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.12.2019
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების მასობრივი გაჟლეტა გენოციდად არის აღიარებული.

აშშ-ს სენატმა სომეხთა გენოციდი აღიარა

სომეხთა გენოციდის ფაქტი პირველმა ოფიციალურად 1965 წელს აღიარა ურუგვაიმ, მას შემდეგ, აღიარებას კიდევ 21 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი და კანადა.

2009 წელს, სომეხთა გენოციდი ასევე აღიარეს ავსტრალიამ და შვედეთმა. თურქეთი და თურქული ისტორიოგრაფია ოსმალეთის იმპერიაში სომხური მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების ფაქტს დღემდე კატეგორიულად უარყოფს.

სომხეთი აგრძელებს მსოფლიოს ქვეყნებისადმი მოწოდებას, რომ 1915 წლის მოვლენები გენოციდად აღიარონ.

ეთნიკური სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც. პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარე ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა
სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა
სომეხთა გენცოდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა არ გაიმართება
სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
სცენაზე გაცოცხლებული ისტორია – მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდი გაიხსენეს
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]