FM97.5 / LIVE

აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.10.2019
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში ჩადენილი სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.

აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა
აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი“ ავრცელებს.

რეზოლუციას, რომელიც 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობას გენოციდად აღიარებს, მხარი 405 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 11 იყო.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეზოლუცია დაგმო და განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ გენოციდის შესახებ რეზოლუცია „უაზრო პოლიტიკური ნაბიჯია და მისი ერთადერთი ადრესატი სომხური ლობი და ანტი-თურქული ჯგუფებია“.


„მოვუწოდებთ აშშ-ის კონგრესს, ნუ გამოიყნებენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის,“ - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება აღკვეთოს.

თურქეთი აღიარებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში ოსმალურ ძალებთან შეტაკებას უამრავი სომეხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს გენოციდი არ ყოფილა.

ეთნიკური სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც. პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარე ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აშშ-ს სენატმა სომეხთა გენოციდი აღიარა
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
სომეხთა გენცოდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა არ გაიმართება
სცენაზე გაცოცხლებული ისტორია – მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდი გაიხსენეს
სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა
სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს
‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]