FM97.5 / LIVE

ახალციხელი ციალა შავაძე უნივერსიტეტის ლექტორს ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 23.04.2019
ახალციხელ ციალა შავაძეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სასადილოში ტენდერით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა და შენობა დაცალა. როგორც თავად ამბობს, მოგვიანებით მასთან სახლში ლექტორი ეთერ ნარიმანიშვილი მივიდა და მისი კუთვნილი ნივთების სასწავლებლიდან წამოღებაში დაადანაშაულა, ამის გამო კი ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. მომხდარს შსს იძიებს.

ახალციხელი ციალა შავაძე უნივერსიტეტის ლექტორს ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს

შემთხვევა დღეს, 23 აპრილს, საღამოს მოხდა.

როგორც შავაძე გვიყვება, მან სახლში მიტანილი ნივთების გადარჩევის დროს ერთ–ერთ პარკში სიგარეტის ყუთები, ბორჯომის, ლიმონათის, ასევე, ალკოჰოლური სასმელების ბოთლები აღმოაჩინა და გადაყარა: „ვიფიქრე, რომ ეს ნაგავი იყო და ბუნკერში ჩავაგდე. ცოტახანი იყო გასული, რომ მოვიდა ლექტორი ეთერ ნარიმანიშვილი, ჩემი ნივთები რატომ წამოიღე, ახლავე დამიბრუნეო. ვერ მივხვდი რაზე მელაპარაკებოდა. რომ მითხრა პარკით იყოო, მერე გავიაზრე და ბუნკერიდან ამოვიღე, ამაზე მელაპარაკებით თქო? ამის გამო როგორ მეკამათებით, მათხოვარი ხომ არ ხართ თქო და ამაზე გაღიზიანდა ეტყობა, მეცა თმებში და ჩემმა შვილებმა ძლივს გამოგლიჯეს ჩემი თავი და გავაგდთ ეს ქალი“.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ლექტორმა ეთერ ნარიმანიშვილმა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ დღეს საღამოს ციალა შავაძესთან სახლში მისული ნამდვილად იყო, თუმცა დაპირისპირების ფაქტი კატეგორიულად უარყო: „არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ ვთხოვე რომ რაღაც გამოყვათ და დაებრუნებინათ“.

შეკითხვაზე, რა გაყვა შავაძეს, რის უკან დაბრუნებასაც ითხოვდა, ნარიმანიშვილმა გვიპასუხა: „ამ საქმეში მთელი ფაკულტეტი ვართ, მე უბრალოდ შუამავალი ვიყავი. დანარჩენს, ხვალ მოდით უნივერსიტეტში და გეტყვით“.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ცისკარა ზარანდია კი აცხადებს, რომ არაფერი იცის: „არაფერი არ ვიცი ნამდვილად, ვის რა გაყვა და ვინ სად რა წაიღო მე რატო უნდა ვიცოდე?!“

შავაძე ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ ცუდად გახდა, ამიტომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ექიმებთან ერთად კი მასთან პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘შვილების გამო  იტანს’  –  ახალციხეში ქმარმა ცოლზე იძალადა
ახალქალაქის მესამე ბაღში აღმზრდელს დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
პოლიციელებსა და არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [აუდიო]
რექტორის არჩევნებამდე სამი საათით ადრე, გიორგი მესხმა კანდიდატურა მოიხსნა
ახალი ამბები - 24 აპრილი [აუდიო]
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებენ