FM97.5 / LIVE

ადიგენში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გაეცნო

მთავარიეკონომიკა 19.04.2016
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაქარია ენდელაძესთან ერთად სოფლელ ენთელსა და დაბა ადიგენში საგზაო ინფარსტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ადიგენში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გაეცნო

სოფლების ენთელი- ფხერო- შოყა - ოქროს ციხეს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი 3.2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილებითა და რკინა-ბეტონის ღარებით.

პროექტი, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება, გასულ წელს დაიწყო და მომავალ 2017 წელს დასრულდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით წელს მიმდინარე სამუშაოებს 658 ათასი ლარი მოხმარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია დაბა ადიგენშიც, სადაც თამარ მეფის, ჩადუნელისა და ბალახაშვილის ქუჩების მოსაწესრიგებლად 533 191 ლარი დაიხარჯება. ჯამში ასფალტ-ბეტონი საფარი 3 კილომეტრი სიგრძის გზაზე დაიგება.

საავტომობილო გზის 2, 1 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება ასევე სოფლების - დიდი ზანავი, პატარა ზანავი, ჭულეს მიმართულებით, ხოლო 5 კილომეტრიანი წყალსადენი მაგისტრალი მოეწყობა სოფლების ჩორჩანის, დიდი და პატარა სმადის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების მიზნით.

2016 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოსაწესრიგებლად 4 მასშტაბური პროექტია დაგეგმილი, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 1 906 691 ლარია გათვალისწინებული.

ადიგენში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გაეცნო

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადიგენში
სოფელ ენთლიდან ფხერომდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება
ადიგენის სოფლებში ასფალტი იგება
2.142.814 ლარი 4 პროექტისთვის – რა იგეგმება ადიგენში
რა გაკეთდება სამცხე–ჯავახეთში ცენტრალური ბიუჯეტის 15 მლნ ლარით 2016წელს
ადიგენში 'რეგიონული ფონდიდან' 4 პროექტი განხორციელდა
სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო