FM97.5 / LIVE

რა გაკეთდება სამცხე–ჯავახეთში ცენტრალური ბიუჯეტის 15 მლნ ლარით 2016წელს

მთავარიეკონომიკა 23.02.2016
რა პროექტებს დაუფინანსებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს უკვე ცნობილია. რეგიონში ჯამში 15.115.690 ლარი დაიხარჯება.

რა გაკეთდება სამცხე–ჯავახეთში ცენტრალური ბიუჯეტის 15 მლნ ლარით 2016წელს
1.834.991 ლარით ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურა 11 ქუჩაზე მოწესრიგდება. ეს ქუჩებია: გოგებაშვილი, ყაზბეგი, გურამიშვილი, ათონელი, ხმალაძე, მებაღიშვილი, თაყაიშვილი, გორი, ქუთაისი, ერევანი და ივანე ახალციხელის ქუჩა.

2.227.757 ლარი დაიხარჯება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში 9 პროექტის განსახორციელებლად. თანხა ასე ნაწილდება:

286 700 ლარი – სოფელ აწყურში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
348 749 ლარი – ახალციხე–წყრუთი–ანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მეორე ეტაპი;
317 834 ლარი – წირა–ანი–სვირი–ბოგის საავტომობილი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, მეორე ეტაპი;
333 671 ლარი – წყრუთი–ჭვინთა–ელიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
267 557 ლარი – სოფელ მუსხის საავტომობილი გზის რეაბილიტაცია;
285 000 ლარი – სოფელ საძელის ცენტრალური გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია;
126 350 ლარი –სოფლების წყალთბილა–ნაოხრების საავტომობილო გზის რეაბილტიაცია;
129 253 ლარი – სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
132 643 ლარი – სოფელ სხვილისის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

2.142.814 ლარით ადიგენის მუნიციპალიტეტში 4 პროექტი განხორციელდება.

2016 წელს ადიგენში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქვემო ენთელი - ზემო ენთელი - ფხერო -შოყა - ოქროს ციხის ადგილობრივი მნიშვნელობის გზას. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ასევე მოასფალტდება დიდი ზანავი-პატარა ზანავი-ჭულეს დამაკავშირებელი გზა. გზის საფარი მოწესრიგდება დაბა ადიგენში: თამარ მეფის, ჩადუნელის და ბალახაშვილის ქუჩებზე. სასმელი წყლის სათავე-ნაგებობა და მაგისტრალური ქსელი მოეწყობა ადიგენის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ჩორჩანში, დიდსა და პატარა სმადაში.

2.392.108 ლარით ბორჯომის მუნიციპალიტეტში 6 პროექტი განხორციელდება.

ქალაქ ბორჯომში იგეგმება: შიდა ქუჩების რეაბილიტაცია, ფეხით სავალი გზების მოწყობა და კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია; დაბა ბაკურიანში მთის ქუჩის დასახლებისა და იაგორას ველის მიმდებარე ტერიტორიის საკანალიზაიო ქსელი მოწესრიგდება, ბაკურიანში მოასფალტდება საავტომობილო გზები. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება სოფელ კორტანეთშიც

2.100.000 ლარს ასპინძის მუნიციპალიტეტი გზების მოასფალტებისთვის დახარჯავს.

2.100.000 ლარიდან ყველაზე მეტ თანხას, 800.000 ლარს, ასპინძის თვითმმართველობა სამი სოფლის: ჭობარეთის, ორგორისა და სახუდაბელის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისთვის დახარჯავს. ამით რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდება. 300.000 ლარით სოფელ ოთის გზის ნაწილი მოასფალტდება. 350.000 ლარით კი სოფელ ნაქალაქევამდე მისასვლელი გზა სრულად მოწესრიგდება. რაც შეეხება დანარჩენ თანხას, დაახლოებით 650 000 ლარს, ამით ასპინძაში 6 შიდა ქუჩა მოასფალტდება.

1.700.000 ლარით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 3 პროექტი განხორციელდება. ქალაქ ნინოწმინდაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ერევნის ქუჩის რეაბილიტაცია დაფინანსდა. მოასფალტდება სოფლების: ეშტიისა და არაქალის საავტომობილო გზებიც.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალქალაქისთვის 2.718.020 ლარია გამოყოფილი.


ამ თანხებით, ქალაქ ახალქალაქში 14 ქუჩა მოასფალტდება. ესენია: სპანდარიანის, კნუნიანცის, დარბინიანის, მარქარიანის, კეცხოველის, ლომსაძის ორი ქუჩა, ვანციანის ასევე ორი ქუჩა, კეცხოველის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, წერეთლისა და მარქარიანის. ასევე, მოასფალტდება მრავალბინიანი კორპუსების ეზოები და სოფელ ბავრამდე მისასვლელი გზა. სოფელ ბურნაშეთში სასმელი წყლის წყალსადენს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, შეკეთდება ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონიც.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2.142.814 ლარი 4 პროექტისთვის – რა იგეგმება ადიგენში
რაში დახარჯა გამგეობამ ‘რეგიონული ფონდის’ ფული
2.718.020 ლარი ახალქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად
ასპინძა 2.100.000 ლარს გზების მოასფალტებისთვის დახარჯავს
3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
რაში დახარჯავს ბორჯომის  მუნიციპალიტეტი 2 392 108 ლარს
ახალციხე რეგფონდიდან 5 მლნ ლარს მიიღებს – რა გაკეთდება ამ ფულით