FM97.5 / LIVE

ადიგენის სოფლებში ასფალტი იგება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.07.2017
2017 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოსაწესრიგებლად 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისაგან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 2 433 302 ლარია გათვალისწინებული.

ადიგენის სოფლებში ასფალტი იგება
ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მიმდინარეობს სოფლების მლაშე, ფლატე, არზნის 1 415 მეტრი, სოფელ კახარეთი 1 492 მეტრი,სოფელ საღრძის 991 მეტრი, სოფლების ბენარა – უნწის 1495 მეტრი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილე–ხიდებითა და რკინა-ბეტონის ღარებით.

აღნიშნულ სოფლებში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ათეულობით წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ.

ასევე გორგულიდან შოშხოთის მიმართულებით მოიხრეშება 1634 მეტრი გზა, ხოლო სოფელ შოლავერში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და 150 ტონიანი წყლის რეზერვუარის მშენებლობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კახარეთში ხიდის და გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადიგენში
ადიგენში სოფლებთან მისასვლელი გზები წესრიგდება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®
ადიგენის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®