FM97.5 / LIVE

რას კითხულობენ ახალგაზრდები

მთავარისაზოგადოება 16.04.2016
სამეცნიერო, მხატვრული, უცხოური თუ ქართული, რას ტიპის ლიტერატურას კითხულობენ ახალციხეში ახალგაზრდები; ვინაა ბიბლიოთეკის ყველაზე ხშირი სტუმარი და რომელი მწერალია სტუდენტებში ახლა ყველაზე პოპულარული;

რას კითხულობენ ახალგაზრდები
აბიტურიენტი თამუნა ნებაძე ჯონ კრაკაუერის ნაწარმოებს "ველურ გარემოში“ კითხულობს. ამბობს, რომ ცოტახ ნის წინ ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ დაამთავრა. ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესში მხატვრული ლიტერატურის საკითხავად ცოტა დრო რჩება, თუმცა ის, რისი წაკითხვაც ძალიან აინტერესებს მაინც ასწრებს.

„მხატვრული ლიტერატურის ყველა ჟანრი მიყვარს, სახლში ბევრი წიგნი მაქვს და ამიტომ ბიბლიოთეკაში იშვიათად დავდივარ“, – ამბობს ნებაძე.

წიგნების კითხვა უყვარს ნიკა გიქოშვილსაც. ის უპირატესობას სათავგადასავლო ჟანრს ანიჭებს. როგორც თავად ამბობს, ბოლოს ნოდარ დუმბაძის „ნუ გეშინია დედა“ წაიკითხა. მასაც, ისევე როგორც თამუნას სახლში ბევრი წიგნი აქვს: „ბიბლიოთეკას მხოლოდ იმ შმეთხვევაში ვაკითხავ თუ რაიმე წიგნი დამაინტერესდა და სახლში ვერ აღმოვაჩინე“.

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, რომლის ბალანსზეც 47 000 წიგნი ირიცხება, ძირითადად ახალგაზრდები აკითხავენ. როგორც ბიბლიოთეკაში გვიხსნიან, მათი უმეტესობა მხატვრული ლიტერატურით ინტერესდება.

„ჩვენი ყველაზე ხშირი მკითხველები მოსწავლეები და სტუდენტები არიან“, – ამბობს ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი ლილი აჩელაშვილი.

მხატვრული ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდებისთვის ბიბლიოთეკაში 16 ათასი წიგნი ინახება.

მეგი ფეიქრიშვილი ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარია. ამბობს, რომ აქ მხატვრული ლიტერატურის ფართო არჩევანია: „რომანების კითხვა მიყვარს. ახლა ვკითხულობ პაოლო კოელიოს „გამარჯვებული მარტოა“.

ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს თანამედროვე ქართველ მწერლებთან შედარებით, უცხოური ლიტერატურა უფრო აინტერესებთ: „მაგალითად, იშვიათად კითხულობენ თანამედროვე ქართულ დეტექტივებს. მაგრამ თუ რომელიმე ახალშემოტანილ წიგნს გაიტანს ახალგაზრდა, მერე ის ყველაზე მოთხოვნადი ხდება“.

ლილი აჩელაშვილის თქმით, ახლა დიდი პოპულარობით ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“, „სამი მეგობარი“ და „ტრიუმფალური თაღი“ სარგებლობს.

„იშვიათად გააქვთ სამეცნიერო ლიტერატურა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სასწავლო პროგრამით რაიმეს მომზადება ევალებათ“. – ამბობს იგი.

ახალციხის ბიბლიოთეკაში დღის განმავლობაში, დაახლოებით, 40–60 მკითხველი შედის. აქ ორი კვირის წინ, უცხოელი და ქართველი მწერლების, 33 ახალი წიგნი შეიტანეს. ბიბლიოთეკას დაემატა ზუზაკის "წიგნის ქურდი“, ბურჭულაძის "მკაცრი რეჟიმი“, ბუხრაშვილის "მყუდრო აგარაკი“, ასევე ბუხრაშვილის "სამხილი“ და ა. შ.

რას კითხულობენ ახალგაზრდები

[მარიამ ბარძიმაძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში
ახალციხის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატა
ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ
ბიბლიოთეკა ნაკლები წიგნითა და მკითხველით
პამაჯის სკოლას 500 წიგნი საჩუქრად გადაეცა
ახალციხის ბიბლიოთეკები ახალი წიგნებისა და ახალგაზრდა მკითხველის გარეშე