FM97.5 / LIVE

მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 23.04.2018
რას კითხულობენ და არის თუ არა წიგნი პოპულარული ახალციხეში - ამ კითხვაზე პასუხის პოვნას, მკითხველებთან ერთად, ჩვენი ქალაქის ბიბლიოთეკებში და წიგნის ერთადერთ მაღაზიაში შევეცადეთ.

მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

„ყველაზე დიდი მოთხოვნა საბავშვო წიგნებზეა. სერია Liberteens–ზე და 50 წიგნზე. ძირითადად ახალგაზრდები მოდიან. უფროსი თაობის ადამიანებზე რა გითხრათ, თანამედროვე ლიტერატურა არ აინტერესებთ, თუმცა მოდიან ხოლმე“, - “ბიბლუსის” კონსულტანტი ქეთი გვიყვება, თუ რომელ წიგნებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად და რა ასაკის მკითხველი სტუმრობს მაღაზიას.

მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

კოტე და გურამი, 10 წლისანი არიან – „ახლა ვკითხულობ ართურ კონან დოილის ბასკერვილების ძაღლს. გაკვეთილების მერე როცა დრო მრჩება ვცდილობ რომ ვიკითხო, კვირაში სამჯერ მაინც.

„მე ნოდარ დუმბაძის მოთხრობებს ვკითხულობ ხოლმე,“– გვითხრა გურამმა.

„ახლა არაფერს, თუმცა ბოლო დროს უფრო თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ვკითხულობ. ნაირა გელაშვილის რომანი მირჩია მეგობარმა და ვაპირებ დაწყებას. ზოგადად ამ მწერლის რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს მისი სტილი.“ – გვეუბნება 34 წლის ქეთი.

„კონსტანტინე გამსახურდია ჩემი საყვარელი მწერალია. თანამედროვე ლიტერატურა დიდად არც მესმის და არც მაინტერესებს. მირჩევნია იმ წიგნების კითხვა, რომლებიც ომებს და მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ეხება.“ – ამბობს 71 წლის პენსიონერი, გიორგი, რომელსაც ასევე წიგნის მაღაზიაში შევხდით.

კიდევ ერთი ადგილი ახალციხეში, სადაც მკითხველის ინტერესების შესახებ შეიძლება შევიტყოთ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაა.

მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

ბიბლიოთეკის ტექნიკური ხელმძღვანელი, ხათუნა კვინცხაძე გვიხსნის, რომ ბიბლიოთეკის ხშირ სტუმრებს, სამეცნიერო და სილაბუსით გათვალისწინებული საკითხავის გარდა, თანამედროვე უცხოენოევანი ლიტერატურა აინტერესებთ, - “ ბოლო პერიოდში, გაიზარდა მოთხოვნა ფსიქოლოგიაზეც, დაინტერესდნენ უზნაძით, ფროიდით. კითხულობენ ქართველ ავტორებსაც”.

მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

„ჰელოუ კიტი“ და „სახალისო გეომეტრია“ – სკოლის მოსწავლეები ქეთი და გაგა.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გარდა, ქალაქში ცენტრალურ ბიბლიოთეკაცაა, სადაც გვეუბნებიან, რომ მათთან ყველა ჟანრს ჰყავს თავის მკითხველი.

მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

„ახალგაზრდები ყველაზე ხშირად მოდიან, ძირითადად ისტორიულ წიგნებზეა მოთხოვნა. სხვათაშორის სტალინი აინტერესებთ, ჰიტლერიც. როგორც თვითონ ამბობენ უნდათ, რომ წაიკითხონ და თვითონ გამოიტანონ დასკვნა, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები. ბიბლიოთეკაში 12–დან 4 საათამდე მკითხველების ბუმია. სულ 50 ადგილი გვაქვს და გადავსებულია ხოლმე. – გევუბნება ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, მარინე ბერიძე და დასძენს, რომ ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ლიტერატურის სიმწირეს უჩივიან.

23 აპრილი იუნესკომ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა - 1616 წელს, ამ დღეს, მსოფლიოს ორი უდიდესი ავტორი გარდაიცვალა - უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას კითხულობენ ახალგაზრდები
ახალციხის ბიბლიოთეკები ახალი წიგნებისა და ახალგაზრდა მკითხველის გარეშე
ახალციხის უნივერსიტეტში წიგნების გამოფენა მოეწყო
ახალციხის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
ბიბლიოთეკა ნაკლები წიგნითა და მკითხველით
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნება
წიგნები, რომლებიც არავის სჭირდება