FM97.5 / LIVE

ახალციხის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.02.2020
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა წელს პირველად შეუერთდა. ღონისძიებაზე ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, ახალციხის სკოლების მოსწავლეებთან და ადგილობრივ მწერლებთან ერთად სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა წაიკითხეს.

ახალციხის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

„წიგნის მაღაზიაში ვმუშაობ და ვხედავ რომ უფრო და უფრო მეტი ბავშვია დაინტერესებული წიგნით, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მრავალფეროვანი ლიტერატურა შევთავაზოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მათ მომავალშიც გააგრძელონ კითხვა“ - ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ ხალაძე.

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერი, ლილი აჩელაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ დღეს განსაკუთრებულ აქცენტი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე გაკეთდა.

„ტექნიკური რევოლუციის პირობებში, განსაკუთრების მნიშვნელოვანია ახალგაზრდები წიგნთან დავაახლოვოთ, რადგან წიგნს ვერაფერი შეცვლის, სწორედ ეს იყო დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი. ვეცადეთ დამსწრეებისთვის გაგვეცნო თანამედროვე ქართული ლიტერატურა. ბევრი მწერალი გვყავს ისეთი, რომელსაც უფრო მეტი მკითხველი უნდა ჰყავდეს ჩვენს საზოგადოებაში. ამისთვის მოვაწყვეთ გამოფენაც, სადაც ბევრი ახალი და საინტერესო ავტორის ლიტერატურაც იყო“, - ამბობს ლილი აჩელაშვილი.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, საქართველო 2015 წელს შეუერთდა.

ახალციხის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

ახალციხის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

5 თებერვალს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება ®
რას კითხულობენ ახალგაზრდები
ახალციხის ბიბლიოთეკამ 120 წლის იუბილე აღნიშნა
მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში
ახალციხეში თანამედროვე რუსეთის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ახალციხესა და ბორჯომში პრობაციონერებმა წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა