FM97.5 / LIVE

NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.01.2020
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა რესპონდენტთა 40 %-მა უარყოფითად შეაფასა. გამოკითხული მოსახლეობის 31 % კი ამბობს, რომ სასამართლოები ცუდად მუშაობს.

NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა დღეს, 16 იანვარს გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 1 % აფასებს. კარგად - 8%, საშუალოდ - 27 %, ძალიან ცუდად 17%.

პარლამენტის შემდეგ მოსახლეობა ცუდად აფასებს სასამართლოს მუშაობას. კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 31 % ამბობს, რომ სასამართლოები ცუდად მუშაობს, 14%-ის აზრით სასამართლო ძალიან ცუდად მუშაობს, 29%-ის შეფასებით - საშუალოდ, 9%-კარგად, 1%- ძალიან კარგად.

რაც შეეხება პოლიციის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 15%- ცუდად, 35%-საშუალოდ, 37%-კარგად, 6%-ძალიან კარგად, 4%- ძალიან ცუდად აფასებს.

გამოკითხული მოსახლეობის 9% ცუდად აფასებს საქართველოს ჯარის საქმიანობას. 2%-ძალიან ცუდად, 44%-კარგად, 8%-ძალიან კარგად, ხოლო 31 %-საშუალოდ.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 12% - ძალიან ცუდად – NDI

ინსტიტუტებიდან ყველაზე უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებენ– NDI
NDI: მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს
მერების მუშაობას ძალიან კარგად 2% აფასებს – NDI
NDI- გამოკითხულთა 64% მთავრობის მუშაობას ცუდად აფასებს
მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 60% აფასებს – NDI
NDI: ინსტიტუციების საქმიანობის რეიტინგიში პირველ ადგილზე მართლმადიდებლური ეკლესიაა