FM97.5 / LIVE

NDI: 58%–მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

მთავარიპოლიტიკა 13.04.2016
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში; 68%–ს მოლოდინი აქვს, რომ მაჟორიტარი იმას გააკეთებს რასაც პარტია ეტყვის; პარლამენტის წევრებისთვის კი მხოლოდ 6%–ს მიუმართავს;

NDI: 58%–მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა 58% ამბობს, რომ ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, არ იცის. აღსანიშნავია, რომ ასევე 58%–მა არ იცოდა ვინ იყო მისი მაჟორიტარი 2015 წლის აპრილში ჩატარებული კვლების მიხედვითაც. 31%–მა კითხვას სწორი პასუხი გასცა, 11%–მა არასწორი, 1%–მა კი კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებებს, აქ კითხვაზე – ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, სწორი პასუხი 25%–მა გასცა, არასწორი 17%–მა, 55%–მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

NDI: 58%–მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

2012 წლის ნოემბრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55%–ს მოლოდინი ჰქონდა, რომ მათი რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში მათ ინტერესებს დაიცავდნენ; 54% ფიქრობდა, რომ მისი მაჟორიტარი პარლამენტში აქტიური იქნებოდა, 47% აცხადებდა, რომ მაჟორიტარი იმას გააკეთებდა რასაც პარტია ეტყოდა და 15% ფიქრობდა, რომ საკანონდებლო ორგანოში ის მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავდა.

2016 წლის მარტის კვლევის მიხედვით, 68% ფიქრობს, რომ მაჟორიტარი იმას გააკეთებს რასაც პარტია ეტყვის; 64% ამბობს, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს და 24% ელოდება, რომ მაჟორიტარი მის ინტერესებს დაიცავს.

NDI: 58%–მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

როგორც ქართულ ენოვან მოსახლეობაში, ასევე უმცირესობათა დასახლებებში შეკითხვაზე: მიგიმართავთ თუ არა რომელიმე პარლამენტის წევრისთვის, ან მისი ბიუროსთვის რაიმე საკითხთან დაკავშირებით , 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უმრავლესობის პასუხია – არა. უფრო ზუსტად, 6% ამბობს, რომ მიუმართავს; 92% ამბობს, რომ არ მიუმართავს და 1% ამბობს, რომ არ იცის.

რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებებს, პარლამენტარისთვის მხოლოდ 9% მიუმართავს; 83%–ს არა, 7%–მა კი არ იცის;

იმ 6%–დან, ვინც ამბობს, რომ პარლამეტის რომელიმე წევრს, ან მის ბიუროს მიმართა, 56% აცხადებს, რომ პასუხი მიიღო, 44% კი ამბობს, რომ ვერ მიიღო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრები რომელიმე ამომრჩეველს თითქმის არასდროს დაკავშირებიან. ამ შეკითხვაზე როგორც ქართულ ენოვან ასევე სომხურენოვან დასახლებებში უარყოფითი პასუხი 97%–ია. მხოლოდ 2% აცხადებს, რომ მას პარლამენტის წევრი დაუკავშირდა, 1% ამბობს რომ არ იცის;

გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ
გამოკითხულთა 71%-მა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი — NDI
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის
NDI: მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა
NDI: 34% საპარლამენტო არჩევნებზე მისვლას არ აპირებს
2012 წლის არჩევნების შემდეგ, უმცირესობათა დასახლებებში ‘უკეთეს მდგომარეობაში’ მხოლოდ 8%–ია
NDI: სოფლად ყველაზე მეტად  გზები და გაზმომარაგება აწუხებთ