FM97.5 / LIVE

დადებითად შეფასებული პოლიტიკოსების სამეული: ბაქრაძე, კვირიკაშვილი, მარგველაშვილი

მთავარიპოლიტიკა 13.04.2016
NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ყველაზე დადებითად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მუშაობას აფასებენ. შემდეგ კი მოდიან საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი.

დადებითად შეფასებული პოლიტიკოსების სამეული: ბაქრაძე, კვირიკაშვილი, მარგველაშვილი

გამოკითხულთა 7% ბაქრაძის მუშაობას ‘ძალიან კარგად’ აფასებს, 27% კი ‘კარგად’.

მეორე ადგილზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია; 4% პრემიერის მუშაობას ‘ძალიან კარგად’ აფასებს, 23% კი ‘კარგად’;

მესამე ადგილს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იკავებს. მარგველაშვილის მუშაობას „ძალიან კარგად’ აფასებს 3% და ‘კარგად’ 24%.

მეოთხე ადგილზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. მის მუშაობას ‘ძალიან კარგად’ აფასებს 2% და ‘კარგად’ 19%;

მეხუთე ადგილს კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე იკავებს, 1% –‘ძალიან კარგი’ და 5% ‘კარგი’ შეფასებით.


გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 12% - ძალიან ცუდად – NDI

NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს
მერების მუშაობას ძალიან კარგად 2% აფასებს – NDI
NDI: ახალციხის მერის მუშაობას გამოკითხულთა 29% დადებითად აფასებს
NDI: 49% ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად აფასებს
NDI- გამოკითხულთა 64% მთავრობის მუშაობას ცუდად აფასებს
NDI: ინსტიტუციების საქმიანობის რეიტინგიში პირველ ადგილზე მართლმადიდებლური ეკლესიაა