FM97.5 / LIVE

NDI: 49% ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად აფასებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.04.2018
NDI კვლევის მიხედვით, ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას, მოსახლეობის აზრი გაყოფილია: 49% მის მუშაობას უარყოფითად, 44% კი დადებითად აფასებს.

NDI: 49% ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად აფასებს

ეროვნული დონის ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად იუსტიციის სახლებს, ჯარსა და ეკლესიას აფასებენ, თუმცა 2015 წლის შემდეგ ეკლესიის შეფასება თითქმის 80%-დან 56%-მდეა დაცემული.

მოქალაქეები ყველაზე ცუდად სასამართლოებს (30%-იანი ნეგატიური შეფასება და 14%–იანი დადებითი შეფასება) და პარლამენტს (35%–იანი ნეგატიური შეფასება; 2014-ში ეს მაჩვენებელი 10% იყო) აფასებენ.

ასევე დაბალია პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა: 26% მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 9%-"ნაციონალურ მოძრაობას", 4% კი - "ევროპულ საქართველოს".

გამოკითხვის ფარგლებში, მოქალაქეებმა ოფიციალური პირებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების საქმიანობაც შეაფასეს. ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე კარგად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებენ. თბილისელების 53%-მა დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მოსახლეობის 46%–ს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს დავით სერგეენკოსადმი, 34%–ს - დავით ბაქრაძისადმი, 31%–ს კი - თეა წულუკიანისადმი;

ამ სამს მთლიანობაში ყველაზე პოზიტიურად აფასებენ.

აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინსტიტუტებიდან ყველაზე უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებენ– NDI
დადებითად შეფასებული პოლიტიკოსების სამეული: ბაქრაძე, კვირიკაშვილი, მარგველაშვილი
41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 12% - ძალიან ცუდად – NDI

NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს
NDI: მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა
NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა
NDI: მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს