FM97.5 / LIVE

სასკოლო ქსელებისთვის ტრენინგების მეორე ციკლი დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 05.11.2015
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, სასკოლო ქსელების პროგრამის ფარგლებში, ქსელში ჩართული მასწავლებლებისთვის რიგით მეორე ტრენინგი დაიწყო.

სასკოლო ქსელებისთვის ტრენინგების მეორე ციკლი დაიწყო

ტრენინგი ერთი თვის განმავლობაში გასტანს და მოიცავს ეფექტიანი სასწავლო გარემოს, ორგანიზაციული კულტურის, პროფესიული ქცევისა და ეთიკის საკითხებს, ასევე მათ კავშირს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან, კერძოდ, მასწავლებლის თვითშეფასების კითხვართან. აღნიშნული ტრენინგი მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარის შევსებაში და მისი თითეული კომპონენტის გააზრებაში დაეხმარება.

სასკოლო ქსელების პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდა და მასში 353 სკოლისგან შექმნილი 90 სასკოლო ქსელია გაერთიანებული. თითოეულ ქსელში, ტერიტორიული პრინციპით, გაერთიანებულია ხუთამდე საჯარო სკოლა და თითეული სკოლის 5 წარმომადგენელი: სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და 3 სხვადასხვა საგნის მასწავლებელი.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა ტრენინგი „თანამშრომლობა სკოლებს შორის - კოლექტიური პასუხისმგებლობის კულტურა“, რომლის ფარგლებში სკოლები გაეცნენ პროგრამის მიზნებს და გაანალიზეს მათი კავშირი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოთხოვნებთან; შეიმუშავეს თანამშრომლობის გეგმის მონახაზი და სკოლებს შორის კომუნიკაციის სტანდარტები, ასევე განსაზღვრეს საერთო საჭიროებები და ვალდებულებები ქსელის ფარგლებში.

"პროგრამაში ჩართულ ყველა ქსელმა გაიარა კონსულტაციები საგანმანათლებლო რესურსების ორგანიზებისა და მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსის ეფექტიანობის საკითხებზე", – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სკოლების მიერ საჭიროებების დადგენის, ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით ხელი შეეწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მასწავლებლებისთვის სქემის გზამკვლევი ითარგმნა
ახალციხეში მასწავლებელთა სახლი აშენდება
სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო
პროგრამის 'ასწავლე საქართველოსთვის' ფარგლებში შუალედური შეხვედრა გაიმართა
მასწავლებელთა შეფასების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო
პროგრამის ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო