FM97.5 / LIVE

‘ტრადიციები და სტერეოტიპები’ – ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია

მთავარისაზოგადოება 06.04.2016
დღეს, 6 აპრილს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, თემაზე „ტრადიციები და სტერეოტიპები“ საჯარო ლექცია გაიმართება.

‘ტრადიციები და სტერეოტიპები’ – ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია

ლექციას მწერალი, ურნალისტი ანა კორძაია-სამადაშვილი გაუძღვება.

ლექცია ტარდება პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.

ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტი ანა კორძაია–სამადაშვილი 1968 წლის 26 თებერვალს დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.1989-1993წწ. იყო გამომცემლობების: "BBT", 1993-1999წწ. "სომაპრეს" რედაქტორი; 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – "ტექსტის ლინგვო–სტილისტური ანალიზი". 1998 წელს ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტო IBA-ისა და 2001–2004წწ. გაზეთ "24 საათის" ჟურნალისტი იყო. 2005 წლიდან არის ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ჟურნალისტი.

არის ავტორი მოთხრობებისა: "ბერიკაობა"(2004), "მე მარგარიტა"(2005) და რომანებისა: „შუშანიკის შვილები“ (2011) და „ვინ მოკლა ჩაიკა“ (2013);

მისი მოთხრობები ასევე შესულია სხვადასხვა ანთოლოგიებში.ქართულად ნათარგმნი აქვს ელფრიდე იელინეკის, რაინალდ გეცის და სხვათა ნაწარმოებები.

ორჯერ , 2005 და 2004 წლებში მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა"; 1998 წელს კი გოეთეს ინსტიტუტის ჯილდო, საუკეთესო თარგმანისათვის.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთი სკოლიდან, მეორე კი უსაფრთხოებიდან – რა გამოცდილება აქვთ ახალციხის მერის მოადგილეებს
ახალციხეში მწერალ თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს
ვინ არის ინგა ვარდიძე
სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა
ბორჯომის მერობის კანდიდატები