FM97.5 / LIVE

აქცია ადიგენის გამგეობასთან

მთავარიპოლიტიკა 13.12.2012
ადიგენის გამგეობის შენობასთან მოქალაქეები აქციას მართავენ და მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე ლევან ლობჟანიძის დანიშვნას ითხოვენ.

აქცია ადიგენის გამგეობასთან
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ამ წუთებში ”ქართული ოცნების” წევრების ნაწილი და სოფელ ”მლაშეს” საჯარო სკოლის პედაგოგები არიან შეკრებილი. მათი მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე სოფელ მლაშეში მცხოვრები ლევან ლობჟანიძის დანიშვნაა. ამას იმით ხსნიან, რომ ლობჟანიძე ადგილობრივი კადრია და ადიგენის პრობლემებს კარგად იცნობს.

”ბიძინა გუჯაბიძე გამგებლის პოსტზე მამუკა კუხალაშვილს ასახელებს. ჩვენ ლობჟანიძე გვინდა. ლობჟანიძე ადგილობრივია და პრობლემებს კარგად იცნობს”, - ამბობს ”ოცნების” ადიგენელი აქტივისტი ლიანა კაპანაძე.

ამ მოთხოვნასა და მოსაზრებებს არ იზიარებს ”ოცნების” აქტივისტების მეორე ნაწილი. ისინი მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე მამუკა კუხალაშვილის დანიშვნას ემხრობიან.

ბიძინა გუჯაბიძე, რომელიც წინასაარჩევნოდ ადიგენში საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ გამგებლის დანიშვნა საპროტესტო აქციებით არ წყდება და იგი ემიჯნება მოქალაქეების იმ ჯგუფს, რომლებიც ამ წუთებში გამგეობასთან არიან შეკრებილი. მისივე თქმით, გამგებლის პოსტზე საკრებულოში რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. ბოლოს დარჩა ორი, ლობჟანიძისა და კუხალაშვილის: ”ორივე კარგი კადრია, მაგრამ კუხალაშვილი ბევრი მონაცემით აღმოჩნდა საუკეთესო და მასზე შეჯერდნენ”.

გუჯაბიძე ადასტურებს, რომ გამგეობასთან შეკრებილი ადამიანები ნამდვილად არიან ”ოცნების” აქტივისტები. ისინი წინასაარჩევნოდ ეხმარებოდნენ ”ქართულ ოცნებას”. შეგახსენებთ, რომ მლაშე მუნიციპალიტეტის ერთადერთი სოფელია, სადაც საპარლამენტო არჩევნებზე ”ქართულმა ოცნებამ” დიდი რაოდენობით ხმები აიღო: ”ეს არის ერთი ჯგუფი, ლობჟანიძის ახლობლები. ეს არ არის ჩემი პოზიცია. თავად ადიგენში მცხოვრებლებიც კუხალაშვილს ემხრობიან და ეს მათი გადასაწყვეტია და არა ჩვენი. მე ვემიჯნები ამ პროცესს”.

ამავე დროს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს სიმონ პარუნაშვილს კი ჯერ გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

”მე არ ვიცი რა აქცია იყო შენობასთან და ვინ რას ითხოვს. განცხადება არ დამიწერია და ჩვეულებრივად ვმუშაობ”, - აცხადებს სიმონ პარუნაშვილი.

იგივეს აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარეც, გივი ენდელაძის თქმით, ჯერ გამგებელს განცხადება არ დაუწერია, ამდენად გაუგებარია რა კანდიდატებზე და რა გადაწყვეტილებებზეა საუბარი.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები სწორედ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ენდელაძეს ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი აქცია არ არის. გამგებლის შეცვლის მოთხოვნით მოქალაქეები აქციას გასულ კვირასაც მართავდნენ.

ადიგენში იმყოფება ”სამხრეთის კარიბჭეც”. როგორ განვითარდება მოვლენები, უახლოეს პერიოდში მოგითხრობთ.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში გამგებლის პოსტს ვერ იყოფენ [Photo, Video]
ადიგენელთა ნაწილი გამგებლის შეცვლას ითხოვს
ასპინძაში გამგებლის დანიშვნას აპროტესტებენ
ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ადიგენში ‘ოცნების’ მხარდამჭერები აქციას მართავენ [Photos]
ადიგენის გამგეობის თანამშრომლები სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან
ადიგენის გამგებლის პირველ მოადგილედ, შესაძლოა, იმედა მღებრიშვილი დაინიშნოს