FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა

მთავარისაზოგადოება 02.04.2015
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ყველა ადამიანის, მათ შორის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა უფლებების განუხრელი დაცვა და მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ომბუდსმენი: აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა

სახელმწიფოს სახალხო დამცველმა იმ განცხადებით მოუწოდა, რომელიც დღეს, 2 აპრილს გაავრცელა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ამ დღის დაწესება ემსახურება აუტიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ამასთან, ამ კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით კონკრეტული ქმედებების დაგეგმვას და მათ განხორციელებას, რომელშიც სახელმწიფოებთან ერთად ჩართული უნდა იქნან საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო და კერძო სექტორი.

მიმდინარე წელს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღის თემაა დასაქმება, რომლის სლოგანია – „პროფესიული დასაქმება: უპირატესობა აუტიზმის მქონე ადამიანებს“.

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ამ დღესთან დაკავშირებით ახდენს კამპანია „მოწოდება ქმედებებისკენ“ ინიცირებას, რომლის მიზანია ბიზნეს–სექტორმა იკისროს კონკრეტული პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა დასაქმებით.

გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს სახელმწიფო დაწესებულებებს, კორპორაციებს და მცირე ბიზნესს გაანალიზონ ის, თუ როგორ აღიქვამენ აუტიზმის მქონე ადამიანებს, მეტი დრო დაუთმონ მათ შესახებ ინფორმაციის მიღებას და ხელი შეუწყონ ამ პირთა შესაძლებლობების რეალიზებას.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებით თანაბრად სარგებლობა სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია სათანადო სამედიცინო და სხვა სახის მომსახურების მიწოდება, მათ შორის ადრეული სკრინინგი და დიაგნოსტიკა. როგორც ცნობილია აუტიზმის დიაგნოსტიკა შესაძლებელია 18 თვის ასაკიდან. შესაბამისად, ადრეულ ეტაპზე სპეციალისტებისთვის მიმართვა და სათანადო ჩარევა უზრუნველყოფს ბავშვის შესაბამის განვითარებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ პირთა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ფორმირების პროცესისთვის.

საქართველო აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. დღემდე არ არსებობს ამ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, სკრინინგი. ამასთან ადგილი აქვს გვიან დიაგნოსტირებას და ინტერვენციას, საჭიროებებზე მორგებული და გათვლილი სახელმწიფო პროგრამების ნაკლებობას, დაბრკოლებებს განათლების უფლების რეალიზების დროს, ბარიერებს ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში, პრობლემურია აუტიზმის მქონე მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული სპეციფიური სასწავლო სტრატეგიების და მეთოდების შემუშავების, მათი დანერგვის საკითხი, ასევე პედაგოგთა კვალიფიკაცია.

აღნიშნული და თანმდევი პრობლემები აბრკოლებს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა შემდგომში განათლებისა და დასაქმების უფლებების სრულფასოვან რეალიზებას, ამ პირთა მიერ ადამიანის სხვა უფლებებით თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ყველა ადამიანის, მათ შორის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა უფლებების განუხრელი დაცვა და მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი  ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს
რა იცით აუტიზმის შესახებ [Video]
ომბუდსმენის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე პირებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა