FM97.5 / LIVE

ავარია ივლიტასთან – დაშავდა ორი ახალგაზრდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 01.04.2016
დღეს, 1 აპრილს, ახალციხე – ადიგენის საავტომობილო გზაზე, სოფელ ივლიტის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგზარდა დაშავდა.

ავარია ივლიტასთან – დაშავდა ორი ახალგაზრდა

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 10:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და ხორცპროდუქტების სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მგზავრები, 18 და 21 წლის ახალგაზრდები დაშავდნენ. ორივე მათგანი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.

როგორც დაშავებულების ბაბუა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, ახალგაზრდებს თავზე აქვთ ტრამვები, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. ორივე დაშავებული სოფელ არლის მცხოვრებია. ახალგაზრდები არლიდან ახალციხეში მოდიოდნენ.

დარტყმის შედეგად არ დაშავებულა სადისტრიბუციო მანქანის მძღოლი. როგორც მძღოლის მამა ამბობს, მის შვილს ახალციხიდან ადიგენში, სასურსათო მაღაზიებში, ხორცპროდუქტები გადაჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ავარია ივლიტასთან – დაშავდა ორი ახალგაზრდა

ავარია ივლიტასთან – დაშავდა ორი ახალგაზრდა

ავარია ივლიტასთან – დაშავდა ორი ახალგაზრდა

[ლუბა გიორგაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ივლიტასთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ივლიტასთან ავარიის გამო ერთი მოქალაქე დაშავდა [Photo]
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას 25 წლის კაცი დაშავდა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი