FM97.5 / LIVE

საქართველოში ნატოს დღეები დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.04.2018
ნატოს დღეები ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში, რეგიონებში, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.

საქართველოში ნატოს დღეები დაიწყო

ნატოს დღეების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება.

19 აპრილს, 14:00 საათზე, ახაციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართელობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრას სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე გაუძღვება.

ნატოს დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა იქნება ახალქალაქის სამხატვრო სკოლაშიც. ღონისძიებაში მონაწილეობას ახალქალაქის საჯარო სკოლებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.

გარდა ამისა, ნატოს თემაზე დაგეგმილია არაერთი ლექცია-სემინარი და კონკურსი.

ჩატარდება რაგბის ტურნირი - "დადე ლელო ნატოსთან ერთად", ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის განხორციელდება ტრადიციული პროექტი - "ერთი დღე ჯარში".

ქვეყნის რვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.

წელს, ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროსთამ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან (ნატოს საკონტაქტო საელჩო) თანამშრომლობით იმართება.

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება. კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნატოს დღეების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში, სემინარი ჩატარდა
დღეიდან ნატოს კვირეული დაიწყო
ნატო–საქართველოს ურთიერთობები – დისკუსია ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისი გაიხსნება
ახალქალაქში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
სემინარი ნატოს შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის
გამოკითხვა: რა არის მთავარი ბარიერი ნატოში გაწევრიანების გზაზე? [Video]