FM97.5 / LIVE

პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში მერობის კანდიდატები წარადგინა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 28.09.2017
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში მერობის კანდიდატები წარადგინა [R]

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი.

პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.

„ეს ადამიანები მზად არიან, 24 საათის განმავლობაში, თითოეული თქვენგანის პრობლემის მოგვარებისთვის იმუშაონ; არ დაიშურონ ძალა - გამოიყენონ თავიანთი გამოცდილება იმისთვის, რომ როდესაც სამი წლის თავზე აქ შევხვდებით, ყველანი პირნათელი ვიყოთ თქვენს წინაშე. სწორედ ამიტომ, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. მჯერა, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატებს აირჩევთ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები ნადვილად ასეთები არიან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები რამდენიმე რეგიონში უკვე წარადგინა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლევან ლიპარტია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბორჯომი  წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ [R]
ზაზა მელიქიძე: საზოგადოებასთან ერთად, იმ პროექტებს განვახორციელებ, რომლის საჭიროებაც დღეს ახალციხეშია [R]
ვინ არიან „ოცნების“ მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
„ქართული ოცნება“ ხვალ სამცხე–ჯავახეთში მერობის კანდიდატებს წარადგენს
ნინოწმინდაში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს [R]
მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში – 11 სექტემბრის მდგომარეობით
„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მერობის კანდიდატი წარადგინა [photovideo]