FM97.5 / LIVE

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.08.2018
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი იქნება.

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება
დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება, გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას გააკეთა.

“მე ვაგრძელებ საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას და საბოლოოდ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო და არავის სხვის გადაწყვეტილებაზე აღარაა დამოკიდებული. მე ქართველი ამომრჩეველი მიხილავს ბიულეტინში”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული გრძელვადიანი პარტიულ -პოლიტიკური საქმიანობით, ამიტომ უსუფაშვილის შეთავაზებას ის არ დათანხმდა. დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს ღია წერილით 5 ივლისს მიმართა და მარგველაშვილს თანამშრომლობა შესთავაზა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ჯერ-ჯერობით პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ამ დროისათვის, ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
დავით ბაქრაძე: ჩვენი გეგმა არეულობა და დესტაბილიზაცია არ არის
'ოცნება': საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს
საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია
'ევროპულმა საქართველომ' პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა
ვაშაძე 40%, ზურაბიშვილი - 40% - Edison Research-ის ეგზიტპოლები ცნობილია