FM97.5 / LIVE

შეხვედრები ახალციხეში საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.03.2017
საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარლებში, დღეს, სამცხე-ჯავახეთში შეხვედრებს გამართავენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა და ექსპერტი გოგიტა ღვედიშვილი.

შეხვედრები ახალციხეში საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში

სტუმრები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ასევე საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

პირველი შეხვედრა 13:00 საათზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გაიმართება.

მოგვიანებით კი, 15:30 საათზე, შეხვედრა გაიმართება სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრები საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრები ორგანიზებულია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ.

კამპანია რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს: საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში, ვიდეო-რგოლებისა და მინი-ფილმების ჩვენებას, კონკურსის "გა-მოხატე ევროპა" მიმდინარეობას. კამპანიის მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, ასევე საქართველოსთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება და ის მთელ საქართველოს მოიცავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ შეხვედრები გაიმართება
ახალციხეში ადგილობრივებს უვიზო მიმოსვლის წესები გააცნეს
უვიზო მიმოსვლის შესახებ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ახალციხეში ფილმის ჩვენება გაიმართა
უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა, თავშესაფრის მოთხოვნა – დისკუსია ახალციხეში
'მთის კანონის' შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო
საქართველოს რეგიონებში ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია იწყება