FM97.5 / LIVE

რას გულისხმობს პროფესიული განათლების რეფორმა

მთავარისაზოგადოება » განათლება 24.03.2016
‘ეს არის რეფორმა, რომელიც არამხოლოდ განათლების სიტემის გაუმჯობესებას, არამედ ქვეყნის განვითარებას მისცემს ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს’ – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განათლების რეფორმის პირველ ეტაპი, პროფესიული განათლების რეფორმა წარადგინა.

რას გულისხმობს პროფესიული განათლების რეფორმა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს შრომით ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას.

„დღემდე ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით საბაზისო საჭიროებებზე ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საბაზისო განათლების უზრუნველყოფაზე და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება უფრო შორს მიმავალ მიზნებზე ორიენტირებული ახალი რეფორმა წამოვიწყოთ და სწორედ დღეს ვიწყებთ ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არარსებობა.

პრემიერის განმარტებით, ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც იქნება დამყარებული საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს საშუალება მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის. უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება. მას ექნება ამის საშუალება და არა მხოლოდ საშუალება - სახელმწიფო შეუქმნის თითოეული მიმართულებით შესაბამის პირობებს“.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ასეთი ტიპის სასწავლო მოდელის არსებობა და განათლების ხარისხის ამაღლება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა და ერთდროულად მოქნილი ბიუროკრატია, ქვეყანას მისცემს საშუალებას მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთოს განვითარებაში.

„პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე ტიპის თავსმოხვეულ ინიციატივას სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის პროცესი როდესაც ერთის მხრივ კერძო სექტორი წინასწარ იღებს გარანტიას, რომ მას ეყოლება კვალიფიცირებული კადრი, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო ამ პროცესის შედეგად ამცირებს უმუშევრობას და ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების საქმიანი ინიციატივების რეალიზებისთვის მთავრობამ შექმნას შესაბამისი მექანიზმები.

"სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნა, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსოს საკუთარი იდეები ახალ პირობებში, რომლისთვისაც არ იქნება საჭირო ჩვეულებრივი საბანკო პროცედურების გავლა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს იქნება საპარტნიორო ფონდთან ერთად არსებული სპეციალური ფონდი და იქნება კონკრეტულად ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული.

"ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ჩვეულებრივი საბანკო პროცედურებისგან განსხვავებით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების საფუძველზე მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საკუთარი ბიზნესინიციატივები. ეს ინიციატივა მზადაა, ეკონომიკის სამინისტრო საპარტნიორო ფონდთან ერთად და მთავრობის სხვა წევრების ჩართულობით ამზადებს ამ ინიციატივას ჩასაშვებად, სავარაუდოდ, მაქსიმუმ ერთ თვეში ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას დაიწყებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების აზროვნება იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ მათ არასდროს გამორიცხონ საკუთარი ბიზნესწამოწყებების შესაძლებლობა და არ იყვნენ მხოლოდ დაქირავებულ სამუშაოზე ორიენტირებულები.

"დაქირავებულ შრომაში არაფერია დასაძრახი, მაგრამ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გვეყოლება, რომელიც შემდგომში სხვების დამსაქმებელი გახდება, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა და მით უფრო შეუქცევადი იქნება ეს პროცესი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტუდენტების ბიზნესიდეებს სპეციალური ფონდი დააფინანსებს
საქართველოს მთავრობა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამას იწყებს
გიორგი კვირიკაშვილი: 'ტურიზმისთვის ადგილობრივი ინფრასტრუქტურაა მოსამზადებელი'
‘მთავრობის მთავრი პრიორიტეტი ეკონომიკა გახდა’ - პრემიერი
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება
პრემიერი: არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ნაადრევია
 პრემიერის თქმით, დანაგვიანების პრობლემა სანქციებით უნდა მოგვარდეს