FM97.5 / LIVE

გიორგი კვირიკაშვილი: 'ტურიზმისთვის ადგილობრივი ინფრასტრუქტურაა მოსამზადებელი'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.08.2016
"საქართველოს პოპულარიზაცია იზრდება, მნიშვნელოვნად აიწია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობამ და ვფიქრობთ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალ წელს", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი: 'ტურიზმისთვის ადგილობრივი ინფრასტრუქტურაა მოსამზადებელი'

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ზრდის მაჩვენებლები გააცნო. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შვიდ თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი, რაც უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

„ასევე რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე - საქართველოს ეწვია 764,022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26,124-ით მეტია წინა წელთან შედრებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია მეზობელ ქვეყნებთან ერთად, ისევ შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელების კუთხით. 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 354.5 მილიონი დოლარი, რაც 15.7-პროცენტიანით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ვფიქრობ, ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვენლოვანი, ეს ნიშნავს შემოსავლების ზრდას ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული ოჯახური სასტუმროებიდან, დამთავრებული დიდი მსხვილი ტურისტული კომპტექსებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მომავალი წლის ღონისძიებები ახალი სქემით, საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელის მიხედვით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიგეგმება. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ტურისტთა რიცხვის ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

„ვფიქრობთ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალ წელს, რაც ასევე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ადგილობრივი ინფარსტურქტურა უნდა მოვამზადოთ და ამ მიმართულებით ბევრი უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელი შეაჯამა
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა
2016 წელს საქართველოს 6 მლნ–ზე მეტი ტურისტი ეწვია [ინფოგრაფიკა]
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა
მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  4.3%-ით გაიზარდა
გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს წარადგენს
იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4,4%–ით გაიზარდა