FM97.5 / LIVE

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება

მთავარიეკონომიკა 17.03.2016
2017 წლიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სისტემა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმებითა და ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

„ეს სისტემა გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას, იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში და ახალი დამატებითი დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება. მანამდე ჩვენ გვექნება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გაწერილი გეგმა.საუბარია დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებულ დაგროვებით სისტემაზე, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის სოციალური უზრუნველყოფის იმ დონეს შექმნის, რაც გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი სისტემა არსებული საბაზისო სისტემის გაუქმებას არ გულისხმობს.

მოდელის ამოქმედების შემდეგ, კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საპენსიო ასაკამდე შეეძლება . უკვე პენსიონერები კი სისტემაში ვერ ჩაერთვებიან.

ახალი მოდელის მიხედვით, მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან, დამატებით კიდევ 2-2% გადაურიცხონ. ჯამში დაგროვებული თანხა არ დაიბეგრება.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში შეტანილი თანხა, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში 100%-ით, მემკვიდრეს გადაეცემა. არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც დანაზოგის გარდაცვალებამდე გამოყენებას გულისხმობს. კერძოდ, დაინვალიდება ან მძიმე სენით დაავადება.

საპენსიო დაგროვებითი სისტემის პროექტს ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის განხორციელება 2017 წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
‘გამოკითხულთა 80% დაგროვებითი საპენსიო პროგრამაში ჩართული არ არის’ – NDI
სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 265–მა ადამიანმა დატოვა
40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ
სამცხე-ჯავახეთში საპენსიო სისტემა ყველაზე მეტმა ადამიანმა ახალციხეში დატოვა
7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა
რამდენმა ადამიანმა დატოვა სავალდებულო საპენსიო სისტემა სამცხე–ჯავახეთში