FM97.5 / LIVE

სტუდენტების ბიზნესიდეებს სპეციალური ფონდი დააფინანსებს

მთავარიეკონომიკა 24.03.2016
ერთ თვეში ფუნქციონირებას დაიწყებს ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი, რომელიც სტუდენტებს საქმიანი ინიციატივების რეალიზების საშუალებას მისცემს.

სტუდენტების ბიზნესიდეებს სპეციალური ფონდი დააფინანსებს

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სტუდენტების საქმიანი ინიციატივების რეალიზებისთვის მთავრობამ უნდა შექმნას შესაბამისი მექანიზმები.

"სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნა, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსოს საკუთარი იდეები ახალ პირობებში, რომლისთვისაც არ იქნება საჭირო ჩვეულებრივი საბანკო პროცედურების გავლა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს იქნება საპარტნიორო ფონდთან ერთად არსებული სპეციალური ფონდი და იქნება კონკრეტულად ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული.

"ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების საფუძველზე მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საკუთარი ბიზნესინიციატივები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას გულისხმობს პროფესიული განათლების რეფორმა
საქართველოს მთავრობა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამას იწყებს
პრემიერი: 2016 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება
პროგრამა ‘სტარტაპ საქართველო’ დაიწყო
ახალციხესა და ახალქალაქში  პროგრამა ‘სტარტაპ საქართველოს’  პრეზენტაცია გაიმართება
იწყება პროგრამა ‘სტარტაპ საქართველო’
სამცხე–ჯავახეთში ახალგაზრდების იდეები შეკრიბეს