FM97.5 / LIVE

დატბორილი სკვერი [Photo]

მთავარისაზოგადოება, ფოტოამბავი 08.12.2012
ერთი კვირაა თამარაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე სკვერიდან წყალი გადმოდის და მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს

დატბორილი სკვერი [Photo]
თამარაშვილის #25-ში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ სკვერიდან გადმოსული წყალი მთელ ქუჩაზე გადმოდის. მას შემდეგ, რაც ტემპერატურა დაეცა და ყინვები დაიწყო, გზაზე გადაადგილება ავტომანქანებსაც უჭირთ.

”წყალი მთელ გზაზე გადმოდის, ქუჩაზე გადასვლა შეუძლებელია. იმის გამო, რომ სასმელი წყლის დიდი ნაწილი სკვერში იღვრება, მაღლა სართულებზე აღარც ადის”, - ამბობს ირა აკოფიანი.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ სასმელი წყლის მილი მას შემდეგ დაზიანდა, რაც ქუჩაზე საკანალიზაციო მილების ჩასაწყობად ტექნიკამ იმუშავა.

”ათი დღეა წყალი ამოდის. ჯერ არავინ მოსულა გასაკეთებლად. კანალიზაციას რომ აკეთებდნენ, მაშინ დაზიანდა მილი რამდენიმე ადგილას”,-ამბობს ბესიკ ველიჯანაშვილი.


ახალციხის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება. რადგან წყალი სკვერის ტერიტორიაზე ამოდის, ამისთვის გამგეობიდან სამუშაოს დასაწყებად ნებართვა იყო საჭირო.

”ნებართვა უკვე მიღებული გვაქვს, რადგან უქმე დღეები ემთხვევა, სამუშაოებს მომავალი კვირიდან დავიწყებთ. არ ვიცით რა არის დაზიანებული, ადგილობრივები ამბობენ, რომ სკვერში სარწყავი მილებია ჩადებული. დაზიანების მიზეზს გათხრის შემდეგ დავადგენთ”,- განმარტავს ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი დალალიშვილი.

სკვერში წყალი მწვანე საფარის ქვემოდან ამოდის. წყალმომარაგების კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ დაზიანება ბეტონის ქვეშ იყოს და ბეტონის საფარის აყრაც მოუხდეთ.



[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, თბილისის ქუჩაზე, სასმელი წყალი ასფალტზე გადმოდის
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მეორე დღეა წყლის მილია დაზიანებული
9 აპრილზე დაზიანებულ წყლის მილს ნებართვის გარეშე ვერ აკეთებენ
ახალციხეში 8 ქუჩას წყალი შეუწყდა - დაზიანებულია სასმელი წყლის ცენტრალური მილი