FM97.5 / LIVE

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.06.2016
„მთის კანონით“ განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობისთვის, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უნდა გქონდეთ. რა დოკუმენტებია საჭირო და ვის უნდა მიმართოთ სტატუსის მისაღებად.

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი

სამცხე–ჯავახეთში მაღალმთიანის სტატუსი 221 დასახლებას მიენიჭა. მთის კანონი სხვადასხვა ტიპის სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. შეღავათების ნაწილი უკვე ამოქმედდა, ნაწილი კი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

იმისათვის, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა პირმა შეღავათებით ისარგებლოს, მას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უნდა ჰქონდეს.

სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამ პირობას:

1) არის საქართველოს მოქალაქე;
2) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
3) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან უფრო მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს, ან მერს.

განცხადებას თან უნდა დაერთოს
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია ბენეფიციარი მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს. ამის დამადასტურებლად კი ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ორი მაინც უნდა ქონდეს.

ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას;

ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული, განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე;

გ) საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე;

დ) უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს;

ე) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით.

სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანო – საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან გამგეობისს საჯარო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (მათივე თანხმობით).

წარდგენილ განცხადებას საბჭო იხილავს და შესაბამის რეკომენდაციას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში. რეკომენდაცია მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. რეკომენდაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. გამგებელი უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს რეკომენდაცია და მიიღოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული.

გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხშირად დასმული კითხვები 'მთის კანონის' შესახებ
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება
ასპინძაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 7.930 პირს აქვს
მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა
რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’
ახალციხის მუნიციპალიტეტში ‘მთის კანონის’ შეღავათები 264 პედაგოგს ეხება
ახალციხის თემში 'მთის კანონი' უკვე 7.780 პირს ეხება