FM97.5 / LIVE

გამოცდები უნივერსიტეტში – აღდგენილი ელექტრონული სისტემა და რისკები

მთავარისიახლე, სამართალი 07.06.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტები ელექტრონულ გამოცდებს განახლებული პროგრამით აბარებენ. თუმცა, იანვარიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ რაც სერვერი დაიწვა და სტუდენტების გამოცდების შედეგები წაიშალა, მინიმუმამდე რისკების დაყვანა მაინც ვერ მოხერხდა.

გამოცდები უნივერსიტეტში – აღდგენილი ელექტრონული სისტემა და რისკები

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტმა სოფიო დარბაზოვამ გამოცდების ნაწილი უკვე ჩააბარა. მას ისე როგორც უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებს, იანვარში, სერვერის დაწვის შემდეგ, გამოცდების ჩაბარება ხელახლა, წერით და ზეპირად მოუხდა.

„ელექტრონული ვერსია უფრო მისაღებია სტუდენტისთვის. ასე უფრო ნაკლებ დროში ვაბარებთ გამოცდებს“, – ამბობს დარბაზოვა.

მის მოსაზრებას იზიარებენ საჯარო მმართველობის მეოთხე კურსის სტუდენტები ნინო ფანჯაკიძე და ილია ხუციშვილი: „ელექტორნულად სჯობს გამოცდების ჩაბარება, ასე უფრო მარტივია მუშაობა, ნაკლებად ისტრესები და შედეგიც გამოცდის ჩაბარებისთანავე იცი“.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები განახლებული ელეტრონული პროგრამით აბარებენ გამოცდებს და მათ საგნების ჩაბარების ეს ფორმა ურჩევნიათ წერით და ზეპირ გამოცდებს, შიშობენ, რომ შესაძლოა, წინა სემესტრის მსგავსად, გამოცდების ჩაბარება ახლაც ხელახლა მოუხდეთ: „ამიტომ სჯობს ისევ ხელით გვაწერინონ და ზეპირად ჩაგვაბარებინონ, ასე დაზღვეულები მაინც ვიქნებით, რომ გამოცდის შედეგი არ წაიშლება და ჩასაბარებლად ხელახლა არ დაგვიბარებენ“.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ „მუდლის“ დაზიანებული სერვერის ოპერაციული სისტემა შეცვალეს და ახალი ვერსია დააყენეს: „მასალები „მუდლის“ პროგრამაში შეტანილია და აღდგენილია სრული სახით. ხელახლა დარეგისტრირდა და თავიდან გაკეთდა ყველა ტესტი. ამ პროგრამის აღდგენა არანაირ ხარჯებთან არ ყოფილა დაკავშირებული“.

ინავარში, მაშინ როცა უნივერსიტეტში სერვერი დაიწვა და გამოცდების შედეგები წაიშალა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი აცხადებდა, რომ „მომხდარის შემდეგ სასწავლებელი დაზღვევის მიზნით გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაციას გარდა სათადარიგო მეხსიერების ბარათისა, სტუდენტების პირად საქმეებშიც ასახავდა“. თუმცა, მისი თქმით, ამ დრომდე რისკების სრულად აღმოფხვრა მაინც ვერ მოხერხდა: „ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვართ მისული მაგ ეტაპზე. სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის და „მუდლის“ სისტემის მომწოდებლებთან დაწყებულია მოლაპარაკებები, რომ ერთად შეთანხმდნენ და შეიქმნას დამაკავშირებელი სისტემა, რომელიც „მუდლში“ დაწერილ ნიშანს ავტომატურად გადაიტანს სასწავლო პროცესების მართვის სისიტემაში, რაც აღმოფხვრის და მინიმუმამდე შეამცირებს რისკებს“.

2018 წლის პირველ სემესტრში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამჭვირვალე საგამოცდო სისტემის „მუდლის“ პროგრამაში ოპერატიული სისტემა დაზიანდა, ამის გამო გამოცდების შედეგბი წაიშალა და 1000–ზე მეტ სტუდენტს გამოცდების ჩაბარება ხელახლა მოუხდა.

უნივერსიტეტში გამოცდები ოთხი ივნისისს დაიწყო და 20 ივნისს დასრულდება. გამოცდებს ბაკალავრიატის ოთხი ფაკულტეტის 1500–მდე სტუდენტი აბარებს.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სერვერის დაწვის გამო სტუდენტები გამოცდებს ხელახლა აბარებენ
უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა
ჩაჭრილი სტუდენტების ბედი
შეცვლილი საგამოცდო სისტემა
უნივერსიტეტში 80–მდე სტუდენტი საკუთარი ნამუშევრების ამოსაცნობად  დაიბარეს
‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე