FM97.5 / LIVE

ხანძრის შედეგად დაზარალებული მელიქიძეები დახმარებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 16.03.2016
სოფელ წინუბანში 9 მარტს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მელიქიძეებმა დახმარების თხოვნით ახალციხის გამგეობას მიმართეს.

ხანძრის შედეგად დაზარალებული მელიქიძეები  დახმარებას ითხოვენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში მცხოვრებ ოთხსულიან ოჯახს ხანძარმა საქონლის სადგომი და თივა გაუნადგურა. მელიქიძეებმა დახმარების თხოვნით გამგეობას 10 მარტს მიმართეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მელიქიძეების განცხადებას სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში განიხილავს. რამდენი ლარით დაეხმარებიან დაზარალებულ ოჯახს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნათია ყურმაშვილი განმარტავს, რომ გამგეობა მოქალაქეს საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში არაუმეტეს 2.000 ლარით ეხმარება, ხოლო არასაცხოვრებელი ფართის შემთხვევაში 500 ლარით.

შეგახსენებთ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში მცხოვრები მელიქიძეების ოჯახი ხანძარმა საქონლის სადგომის, პირუტყვის საკვების, კურდღლებისა და სახლის ასაშენებელი მასალის გარეშე დატოვა. ცეცხლი საქონლის სადგომს გაუჩნდა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ
წინუბანში საქონლის სადგომი იწვის
ახალციხეში საქონლის სადგომს ცეცხლი გაუჩნდა
სოფელ ანში საქონლის სადგომი დაიწვა
ხანძარმა ვალეში კრმაჯიანები შემოსავლის გარეშე დატოვა
მერია წყორძაში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს 2 000 ლარით დაეხმარა
ხანძრისგან დაზარალებულ მორჩიაშვილებს გამგეობა დაეხმარება