FM97.5 / LIVE

ხანძარმა ვალეში კრმაჯიანები შემოსავლის გარეშე დატოვა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 30.01.2017
განადგურებული პირუტყვისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოთხსულიანი ოჯახი დახმარებას თვითმმართველობისგან ელოდება, გამგეობაში კი ჯერ პასუხი კითხვაზე, თუ რითი შეიძლება დაეხმარონ დაზარალებულებს, არ აქვთ.

ხანძარმა ვალეში კრმაჯიანები შემოსავლის გარეშე დატოვა
რვა სული მსხვილფეხა პირუტყვი და ცხრა ღორი, ასევე საქონლის სადგომში მოთავსებული თივა და სოფლის მეურნეობისათვის გამოსაყენებელი ინვენტარი -ეს არსარული ჩამონათვალია იმისა, რაც 26 იანვარს გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად კრმაჯიანებს გაუნადგურდათ.

ოთხსულიან ოჯახში დასაქმებული არავინაა. ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი და თავის რჩენის წყარი შინაური პირუტყვი იყო:
„ალბათ ზარალმა 30 000 ლარს გადააჭარბა, თუ გამგეობა არ დაგვეხმარა შიმშილი მოგვიწევს. 1981 წლიდან მხოლოდ პირუტყვსა და შინაურ ცხოვლეზე ვართ დამოკიდებული, ახლა რა უნდა ვაკეთო არ ვიცი“ , – ამბობს ვართან კრმაჯიანი.

რას შეიძლება გაეჩინა ხანძარი კრმაჯიანებმა არ იციან. ფიქრობენ, რომ ეს ელექტროგაყვანილობის მიზეზით არ უნდა მომხდარიყო: „ჩხუბი და უთანხმოებაც არ მქონია არავისთან, რომ მტრები მყოლოდა“.

ვართან კრმჯიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ 26 იანვრის დილას იხსენებს და ამბობს, რომ ძლიერი აფეთქების ხმამ გააღვიძა: „გაზის ბალონი აფეთქდა, იქ ყველის გასაკეთებელი გვქონდა მოწყობილი და ბალონი იმიტომ გვედგა. გარეთ რომ გამოვედი შენობა უკვე ცეცხლში იყო გახვეული. ვეღარ მოვახერხე საქონლის გადარჩენა. ბოსლის კარები რომ გავაღე ერთი ძროხა იქვე დამხვდა გაგუდული. იმასაც ვეღარაფერს ვუშველიდი და ამიტომ ყელი გამოვჭერი“.

კრმაჯიანებისთვის მიყენებულ ზარალს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი „2017 წლის ბიუჯეტიდან, სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის სამუშაო ჯგუფი“ ითვლის. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ რეაგირება მომხდარზე მხოლოდ ზარალის დათვლის შემდეგ შეეძლებათ. თუმცა, რა რაოდენობა შეიძლება იყოს თვთმმართველობიდან გაწეული თანხა ამას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვერ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი კრმანჯიანების საქონლის სადგომში 26 იანვარს განჩდა. მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძარმა ვალეში კრმაჯიანები შემოსავლის გარეშე დატოვა

ხანძარმა ვალეში კრმაჯიანები შემოსავლის გარეშე დატოვა

ხანძარმა ვალეში კრმაჯიანები შემოსავლის გარეშე დატოვა

ხანძარმა ვალეში კრმაჯიანები შემოსავლის გარეშე დატოვა


[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამწვარი სამი ძროხა, ოთხი ხბო და ღორები – ხანძარი ვალეში [Photo]
სოფელ ხევაშენში საქონლის სადგომში ხანძარი გაჩნდა
ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ
ახალციხის გამგეობა სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს  ითვლის
ხანძრის შედეგად დაზარალებული მელიქიძეები  დახმარებას ითხოვენ
ცხოვრება საქონლის სადგომში [Video]
სოფელ ვარხანში საქონლის სადგომი დაიწვა