FM97.5 / LIVE

დიმიტრი ხუნდაძე:მრავალშვილიანი ოჯახისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებული უნდა იყოს

მთავარისაზოგადოება 03.03.2016
'ქვეყანაში, სადაც მძიმე დემოგრაფიული პრობლემებია, მრავალშვილიანი ოჯახისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებული უნდა იყოს', – მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი შესაძლოა კანონით განისაზღვროს.

დიმიტრი ხუნდაძე:მრავალშვილიანი ოჯახისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებული უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ასევე ქვეყანაში დემოგრაფიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის ინიციატივით გამოდის.

მისი განცხადებით, ქვეყანაში, სადაც მძიმე დემოგრაფიული პრობლემებია, მრავალშვილიანი ოჯახისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებული უნდა იყოს. უნდა არსებობდეს ერთი სტანდარტი, რამდენშვილიანი ოჯახი ითვლება მრავალშვილიანად, ვინაიდან ამ საკითხს ყველა უწყება ინდივიდუალურად წყვეტს.

"მსურს დედის დღე მივულოცო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა დედას. დღეს, ისე როგორც არასდროს, განსაკუთრებით გვჭირდება მათი სიმრავლე. გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მრავალშვილიანი ოჯახი.

სამწუხაროდ, ქვეყანაში, სადაც დემოგრაფიული პრობლემები მძვინვარებს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განსაზღვრული არ არის. წინა ხელისუფლების პერიოდში მრვალშვილიანად 7-შვილიანი ოჯახი ითვლებოდა და მალე ესეც გააუქმეს. დღეს არ არსებობს ერთი სტანდარტი, მაგალითად, სხვადასხვა სამინისტროს 3-შვილიანი ოჯახები ჰყავთ მიჩნეული მრავალშვილიან ოჯახებად და შესაბამისი პროგრამებიც მათთვის მოქმედებს, მაგრამ თვითმმართველობები გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ და მრავალშვილიანებად 3, 4, 5 ან მეტშვილიან ოჯახებს მიიჩნევენ.

ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი სტანდარტი, თუ რამდენშვილიანი ოჯახი ითვლება მრავალშვილიანად. რამდენიმე თვეა ჩემი კომიტეტი მუშაობს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე, გვაფერხებს მხოლოდ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები, რითაც გვეცოდინება დღევანდელი მონაცემები, თუ რამდენი გვყავს 3,4 და მეტშვილიანი ოჯახები. ამის მიხედვით და სახელმწიფოს ბიუჯეტის გათვალისწინებით, როდესაც მოხდება სრულყოფილი დათვლები, გადაწყდება, თუ რამდენშვილიანი ოჯახი შეიძლება ჩაითვალოს მრავალშვილიან ოჯახად.

ამის შესახებ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა - 3 თუ 4 შვილიანი ოჯახი? ესეც მხოლოდ მიღებული ინფორმაციის და დათვლების შედეგად დადგინდება. ფაქტია, მრავალშვილიანი ოჯახების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს.

ქვეყანაში, სადაც მძიმე დემოგრაფიული პრობლემებია, მრავალშვილიანი ოჯახისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებული უნდა იყოს. სტატუსის განსაზღვრის შემდეგ ერთად მოვუყრით თავს ყველა იმ ინიციატივას, რაც ამჟამად ხორციელდება სხვადასხვა სფეროში და შევიმუშავებთ დამატებით ინიციატივებს, რომელიც ეტაპობრივად იქნება გაწერილი. უკვე გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა სავარაუდოდ, ზაფხულამდე დასრულდება.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა დედას და განსაკუთრებით, მრავალშვილიან დედებს დედის დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და შვილების ბედნიერ მომავალს. სახელმწიფო მათზე ზრუნვას მთავარ პრიორიტეტად აცხადებს", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მისაღებად პირმა იუსტიციის სახლს უნდა მიმართოს
'ხმა სოფლიდან' – მრავალშვილიანი ოჯახი მომავლის იმედით [Audio]
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
ვინ მიიღებს 600 ლარიან დახმარებას
ფინანსთა მინისტრმა ახალციხეში მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა
როგორ აღნიშნეს მესხეთში დედის დღე
COVID-19: რამდენ ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები