FM97.5 / LIVE

COVID-19: რამდენ ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები

მთავარისიახლე, კორონავირუსი 30.04.2020
სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-ია, თითოეული ოჯახის წევრზე თვეში [ექვსი თვე] 35 ლარს მიიღებენ. ასეთ ოჯახებს განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა არ დასჭირდებათ.

COVID-19: რამდენ ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზის მიხედვით, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხებათ 65 000-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის, ოჯახის ერთ წევრზე.

კერძოდ:

• ერთ წევრიან ოჯახზე თვეში კომპენსაცია იქნება 70 ლარი;
• 2 წევრიან ოჯახზე - 90 ლარი;
• 3 წევრიან ოჯახზე - 105 ლარი;
• 4 წევრიან ოჯახზე - 140 ლარი;
• 5 წევრიან ოჯახზე - 175 ლარი;
• 6 წევრიან ოჯახზე - 210 ლარი;
• 7 წევრიან ოჯახზე - 245 ლარი;
• 8 წევრიან ოჯახზე - 280 ლარი;
• 9 წევრიან ოჯახზე - 315 ლარი;
• 10 წევრიან ოჯახზე - 350 ლარი;
• 11 წევრიან ოჯახზე - 385 ლარი;
• 12 წევრიან ოჯახზე - 420 ლარი;
• 13 წევრიან ოჯახზე - 455 ლარი;
• 14 წევრიან ოჯახზე - 490 ლარი;
• 15 წევრიან ოჯახზე - 525 ლარი;

კომპენსაცია ჩაირიცხება ოჯახების/პირების უკვე არსებულ ან ახლად გახსნილ სს “ლიბერთი ბანკის” ანგარიშებზე.

მონაცემები განსხვავებულია, თუკი 100 000 ქულის ჩათვლით სოციალურად დაუცველ ოჯახში სამი ან მეტი 16 წლამდე ბავშვი ცხოვრობს: „სოციალური მომსახურების სააგენტო, ყოველთვიურად ბავშვებზე დანიშნულ დახმარებასთან ერთად, ამ ოჯახებს დამატებით ჩაურიცხავს 100 ლარს“.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ყოველთვიურად სოციალური პაკეტით განსაზღვრულ დახმარებასთან ერთად 100 ლარს მიიღებენ.

შშმ პირების, 65 00-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით ოჯახების და 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მრავალშვილიანი ოჯახების საკომპენსაციო პაკეტების მიღება შესაძლებელია ერთდოულად.

მაგ. თუ ექვსსულიანი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000, ჰყავთ სამი 16 წლამდე ბავშვი და ამავდროულად ოჯახის ერთი წევრი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი ან შშმ ბავშვი, ასეთი ოჯახი მიიღებს სამივე დახმარებას და ოჯახის ჯამური საკომპენსაციო პაკეტი შეადგენს 2 460 ლარს, რომელიც ჩაერიცხება 6 თვის განმავლობაში, თვეში 410 ლარის ოდენობით.

შშმ პირების, 65 001-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით ოჯახების და 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მრავალშვილიანი ოჯახების საკომპენსაციო პაკეტების მიღება არ ზღუდავს დამატებით ერთ-ერთის - საგადასახადო შეღავათის, დაქირავებით დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ მიიღებს 600 ლარიან დახმარებას
სოციალურად დაუცველ ბავშვებზე 50 ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს
აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
ბორჯომში სოციალური პაკეტის ოდენობა გააორმაგეს
1 ივლისიდან  უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა