FM97.5 / LIVE

როგორ აღნიშნეს მესხეთში დედის დღე

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.03.2019
დედის დღესთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტმა სამედიცინო დაწესებულებებში ახალშობილების დედები მოინახულა, ბორჯომის მერიამ კი მრავალშვილიან ოჯახებს ფულადი საჩუქარი გაუკეთა.

როგორ აღნიშნეს მესხეთში დედის დღე
დღეს, სამ მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები კლინიკა „იმედსა“ და ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ, მათ სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ახალშობილების დედებს, დღევანდელი დღე მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები, ასევე პატარებისთვის ჰიგიენური მოვლის საშუალებები გადასცეს.

ახალციხის მერიამ საჩუქრებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 000 ლარი დახარჯა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კი ამ დღესთან დაკავშირებით, 96 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავს საჩუქრად 150 ლარი გადასცა.

როგორც ბორჯომის მერიაში ამბობენ, სოციალური პროგრამა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე წელია მოქმედებს. მისი მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ბორჯომის მერია, ასევე ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს ყოველთვიურად ფულადი თანხით ეხმარება, როგორც მერიაში განმარტავენ, მათ აქვთ შეღავათები როგორც ელექტრო ენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზე. ოჯახის წევრებისათვის უფასოა ასევე მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით.

რაც შეეხება, სხვა მუნიციპალიტეტებს დედის დღესთან დაკავშირებით მსგავსი სახის ღონისძიება არ გაუმართავთ.
დედის დღედ, სამი მარტი 1991 წლიდან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს დაწესდა, რომელიც ამავე წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობის  თანამშრომლებმა ახალშობილთა დედებს 3 მარტი მიულოცეს
ახალციხის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა ახალშობილთა დედებს 3 მარტი მიულოცეს
ბორჯომს ‘დედის დღე’ 11.550 ლარი დაუჯდება
თვითმმართველობების საჩუქრები ქალებს [Photo]
თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს
საქართველოში დედის დღე აღინიშნება
საქართველოში დედის დღე აღინიშნება