FM97.5 / LIVE

ფინანსთა მინისტრმა ახალციხეში მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა

მთავარიეკონომიკა 03.10.2014
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ახალციხეში მცხოვრები კვახაჯელიძეების შვიდსულიანი ოჯახი მოინახულა; რას დაპირდა მინისტრი, ახალციხის მერთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახს;

ფინანსთა მინისტრმა ახალციხეში მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა

ნოდარ ხადურმა კვახაჯელიძეების ოჯახი დაახლოებით ნახევარი საათის წინ დატოვა. 11–სულიან ოჯახს მინისტრმა საჩუქრად პროდუქტი, ტანსაცმელი და ტელევიზორი გადასცა.

„მერიიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, მინისტრი მოდის და რომელიმე სოცილაურად დაუცველ ოჯახს უნდა ესტუმროსო. ალბათ ჩვენ შეგვარჩიეს, რადგან 7 შვილი მყავს და სოციალურად დაუცველებიც ვართ“, - ამბობს ოჯახის დიასახლისი მეგი თათეშვილი.

ფინანსთა მინისტრმა ახალციხეში მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა მისი თქმით, მინისტრმა ახალციხის მერთან გიორგი კოპაძესთან ერთად მათთან დაახლოებით 20 წუთი დაჰყო: „ძალიან გაგვიხარდა. გვესაუბრა, ჩვენი მდგომარეობით დაინტერესდა. ბავშვების ნახატებსა და სიგელებს სურათები გადაუღეს“.

კვახაჯელიძეების 11 სულიანი ოჯახი წლებია ოროთახიან ბინაში ცხოვრობს.

„ეს დედაჩემის სახლია, ჩვენ ბინა არ გვაქვს. მე, მეუღლე და 7 შვილი დედაჩემთან და მამაჩემთან ერთად ვცხოვრობთ, - ამბობს მეგი თათეშვილი და ამატებს, რომ მათი მთავარი პრობლემა სივიწროვეა,- 7 ბავშვს ერთ ოთახში სძინავს, განსაკუთრებით ზაფხულში სუნთქვაც კი ჭირს. მეცადინეობითაც ერთ პატარა მაგიდასთან 6 მოსწავლე ერთად ვერ ეტევა“.

ფინანსთა მინისტრმა ახალციხეში მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა თათეშვილი საბავშვო ბაღში ძიძად მუშაობს, მისი მეუღლე „კეთილმოწყობის“ სამსახურშია დასაქმებული.

„სოციალურად დაუცველების დახმარებასაც ვღებულობთ და თვეში დაახლოებით 700-800 ლარი გამოგვდის, მაგრამ ეს ძალიან ელემენტარული პრობლემების გადაჭრაშიც კი არ გვყოფნის“, - ამბობს მეგი თათეშვილი.

კვახაჯელიძეები ზამთარში შეშით თბებიან. გაზი შემოიყვანეს, თუმცა გამათბობელის შესაძენად სახსრები არ აქვთ, გარდა ამისა ამბობენ, რომ ზამთარში გაზის ფულის გადახდაც გაუჭირდებათ.

ფინანსთა მინისტრმა ახალციხეში მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა „მინისტრი დაგვპირდა, რომ „კარმას“ გამოგვიგზავნის. მანამდე კი შეშით დაგვეხმარებიან“, - გვითხრა მეგი თათეშვილმა.
11–სულიანმა ოჯახმა დაპირებები მერისგანაც მიიღო.

„გიორგი კოპაძემ გვითხრა, რომ სოციალურად დაუცველებისთვის ბინა გარემონტდება, იქ 24 ოჯახს შეასახლებენ და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენ ვიქნებით“, - ამბობს თათეშვილი.

მისივე თქმით, ქალაქის მერის განცხადებით, მომავალი წლიდან ბიუჯეტში სოციალურად დაცუველი სასკოლო ბავშვებისთვის თითოზე 200 ლარი იქნება გათვალისწინებული: „ეს ძალიან შეგვეშველება, წელს კრედიტი გამოვიტანე, რომ ბავშვები სკოლაში მიმეყვანა და მათთვის რაღაცა მეყიდა“.

ფინანსთა მინისტრმა ახალციხეში მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა მას შემდეგ, რაც მინისტრმა კვახაჯელიძეების ოჯახი დატოვა, დაახლოებით ნახევარ საათში მათ მინისიტრის დაპირებული შეშა მიუტანეს. დაპირებულ გაზის გამათბობელს, სასკოლოდ მომავალი წლიდან თითო ბავშვზე 200 ლარს და ბინას კი თათეშვილი სამომავლოდ ელოდება.

მინისტრის ვიზიტის შესახებ ფინანსთა სამინისტროსა და ქალაქ ახალციხის მერიაში ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება. მინისტრს სტუმრობისას ადგილობრივი მედია არ ახლდა, სამინისტროს პრესსამსახური „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 2 ოქტომბერს ვესაუბრეთ და ვიზიტის დეტალების გარკვევას დაგვპირდა. ახალციხის მერიის პრესსამსახურში კი აცხადებდნენ, რომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ
საოლქო კომისიის წევრები სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ
‘კარგია, წინასაარჩევნოდ რომ მაინც  გავახსენდით’ – სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება
ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში
სოციალურად დაუცველ  გოგოლაძეებს  წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს